"მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ" (მთ. 11, 28)
"ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ. " (მთ. 1.7)
მე ვშიშობ, რომ ჩვენი ეკლესია არ მოიცვას და არ გაანადგუროს ცრუ მოძღვრობამ და ცრუ მორჩილებამ. დღეს ქრისტიანები ყველა შემხვედრ სასულიერო პირს მოძღვრად მიინევენ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს და გამოუცდელებს. ერთის მხრივ ადამიანები მოვიდნენ ეკლესიაში, თქვეს აღსარება და უკვე მზად არიან იქცნენ მონებად, ხოლო მეორეს მხივ მღვდლებს უნდათ გახდნენ დიქტატორები და ამ ყოველივეთი ეკლესიაში იქმნება გასაოცარი ატმოსფერო მონობისა და დიქტატურისა!
(იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი – მოსკოვის საპატრიარქოს ბავშვთა და ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრის თანამშრომელი)ფაქტია, რომ მოვლენა, რომელსაც მე “პროფანირებულ ქრისტიანობა”-ს ვუწოდებ, ეკლესიურ ცხოვრებაში არსებობს. ის მომდინარეობს ეკლესიის რაობის არასწორი გაგებიდან, როდესაც იგნორირებულია ეკლესიური ცხოვრების ორი ფუნდამენტური პრინციპი: ქრისტოცენტრულობა და სინერგია. ქრისტიანობაში არსებობს ფასეულობათა იერარქია და მთავარი მასში თავად ქრისტე, მისი ღვთაებრივი პიროვნებაა. ის არის ,,ალფა და ომეგა, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს”(გამოცხ. 1: 8); ის არის ,,გზა, ჭეშმარიტება და ცხორება”, “აღდგომა და ცხორება” (იოანე 14:6; 11: 25;).
(იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი – მოსკოვის საპატრიარქოს ბავშვთა და ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრის თანამშრომელი)როდესაც მისიონერობაზე ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავიწყოთ მზადება ჩინეთში ანდა ფიჯის კუნძულებზე გასამგზავრებლად. ჩვენს გარშემო მყოფ ახლობლებს შვილებს, მშობლებს, ნათესავებს, მეგობრებსა და კოლეგებს შორეული ქვეყნების ხალხებზე არანაკლებ სჭირდებათ ქრისტიანული მისია. ნუ გვგონია, რომ მისიონერობა მხოლოდ ეკლესიის მსახურებს ევალებათ. პეტრე მოციქული ყველა ქრისტიანს მიმართავს შემდეგი სიტყვებით: “ხოლო თქვენ, ნათესავი რჩეული, სამეუფოი სამღდელოი, თესლი წმიდაი, ერი მოგებული, რაითა სათნოებათა მიუთხრობდეთ, რომელმან-იგი ბნელისაგან გიწოდნა თქვენ საკვირველსა მას ნათელსა მისსა” (1 პეტრე 2:9), “არამედ უფალი ღმერთი წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა; განმზადებულ იყვენით მარადის სიტყვის მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთვის, სიმშვიდით და შიშით” (1პეტრე 3:15). ამიტომ, სრული უფლება გვაქვს ვთქვათ, რომ მისიონერობა ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებთან, ჩვენთვის ღვთისაგან მოცემული მნიშვნელოვანი და საყოველთაო მცნებაა.
გსურს - ამბობს უფალი - შემკობა? - შეიმკე ჩემი სილამაზით, ან შეიარაღება? - შეიარაღდი ჩემით; ან შემოსვა? - შეიმოსე ჩემი სამოსლით; ან საჭმელი? - აგერ ჩემი სატრაპეზო; ან წასვლა? - იარე ჩემი გზით; ან მემკვიდრეობის მიღება? - მიიღე ჩემი მემკვიდრეობა; ან შესვლა მამულში? - შედი ქალაქში, რომლის მხატვარი და მშენებელი მე ვარ; ან სახლის აშენება? - ააშენე ის ჩემს სამკვიდრებელში.
ის, რომ რელიგია სულიერი ავადმყოფობის ფორმაა და მასში არის რაღაც ფსიქოპატური, ათეისტური პროპაგანდის ერთერთ ყველაზე პოპულარულ თეზისს წარმოადგენს. ეს თეზისი ჯიუტად მეორდება და მებრძოლი ათეიზმის დოგმის სახე მიიღო. (არა მებრძოლი, მშვიდი ათეისტები მას არ იზიარებენ, მაგრამ ახლა საუბარი მათზე არ არის).
ქმნილი ყოფიერების არსებობის განთიადზე, ღმერთის მიერ ჯერ კიდევ ხილული სამყაროს შექმნამდე, მაგრამ უკვე ანგელოზების შექმნის შემდეგ სულიერ სამყაროში მოხდა გრანდიოზული კატასტროფა, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცით მხოლოდ მისი შედეგებით. ანგელოზთა ნაწილი შეეწინააღმდეგა ღმერთს, მოსწყდა მას და თავისი მდგომარეობითა და დამოკიდებულებით გახდა მტრული ყოველგვარი სიკეთისა და სიწმინდის მიმართ. ამ განდგომილ მხედრობათა სათავეში იდგა ეოსფორი, ანუ ლუციფერი, რომლის სახელიც (სიტყვასიტყვით: ‘ნათლისმატარებელი~) აჩვენებს, რომ ის თავიდან კეთილი იყო, მაგრამ შემდგომ თავისი საკუთარი ნებითა ‘და თვითნებურობით დავიდა ბუნებრივიდან არაბუნებრიობამდე, გაამპარტავნდა მისი შემოქმედიღმერთის წინაშე, შეეცადა, წინაღდგომოდა მას, და პირველი მოსწყდა რა სიკეთეს, ბოროტებაში აღმოჩნდა~ (ღირსი იოანე დამასკელი).
ეკლესიის დედაკაცისადმი დამოკიდებულების შესახებ მსჯელობა იმის მიხედვით შეიძლება, თუ რაოდენ მაღლა აყენებს ეკლესია ღვთისმშობელს: ადიდებს მას მეტადრე, ვიდრე ყველა წმინდანს, თვით ანგელოზებზე მაღლაც კი აყენებს, როგორც ‘უპატიოსნესსა ქერუბიმთასას და აღმატებით უზეშთაესსა სერაფიმთასას~. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი არის ქრისტეს დედა და ეკლესიის დედა. მისი სახით ეკლესია განადიდებს დედობას, რომელიც წარმოადგენს ქალის განუყოფელ ღირსებასა და უპირატესობას.
ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე სამღვდლო და საეპისკოპოსო მსახურების შესრულება მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ. ეს არ არის მხოლოდ ტრადიცია, რომელშიც აღიბეჭდება მამაკაცისა და დედაკაცის არათანაბარუფლებიანობა. მღვდლობა იმთავითვე წარმოადგენს სულიერ მამობრივ მსახურებას. ქალი შეიძლება იყოს დედა, ცოლი, ასული, მაგრამ ის მამა ვერ იქნება. დედობა, თავისი ღირსებით, მამობაზე ნაკლები არ არის, მაგრამ ეს სხვა მისიაა, სხვა მსახურებაა.
კაცობრიობის დედამიწაზე ცხოვრების მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანს ყოველთვის ახასიათებდა ჭეშმარიტების ძიებისკენ სწრაფვა და თავისი ყოფიერების გააზრება. ძველ საბერძნეთში ფილოსოფოსების საქმიანობა იყო სამყაროს შექმნისა და მისი კანონების, აგრეთვე, ადამიანისა და მისი აზროვნების კანონზომიერების გამოკვლევა; ისინი იმედოვნებდნენ, რომ ამის საფუძველზე შეძლებდნენ შეეცნოთ ყველა საგნის პირველმიზეზი. და ამ დროს მიმართავდნენ არა მხოლოდ მსჯელობასა და ლოგიკურ არგუმენტაციას, არამედ ასევე სწავლობდნენ ასტრონომიასა და ფიზიკას, მათემატიკასა და გეომეტრიას, მუსიკასა და პოეზიას. მათი მრავალმხრივი განვითარება შერწყმული იყო ასკეტურ ცხოვრებასა და ლოცვასთან, რომლის გარეშეც შეუძლებელია ადამიანმა კათარზისს, ანუ გონების, სულისა და სხეულის განწმედას მიაღწიოს.
|