`მოყვასისთვის მუქარას მასთან გასაუბრება სჯობს…~
არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) ბროშურაზე — „რა თანხმობაა ქრისტესა და… პროფესორ ა. ი. ოსიპოვს შორის”
არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) ბროშურაზე — „რა თანხმობაა ქრისტესა და… პროფესორ ა. ი. ოსიპოვს შორის”
`რატომ ამაყობ მამულით, ბრძანებს უფალი, მაშინ, როცა მე დაგავალე, მთელ სამყაროში მწირი ყოფილიყავი, როცა ძალგიძს, ისეთი გახდე, რომ სრულიად სამყარო შენს ღირსად თავს ვერ მიიჩნევდეს? შენი წარმომავლობა იმდენად ნაკლებმნიშვნელოვანია, რომ თავად წარმართი ფილოსოფოსებიც კი არ ანიჭებენ მას არანაირ მნიშვნელობას, გარეგნულს უწოდებენ და უკანასკნელ ადგილს მიაკუთვნებენ. ამის მიუხედავად, მეტყვით, რომ პავლე მოციქული ამას უშვებს, როდესაც ამბობს: `სახარებისა მისგან მტერ თქუენდა, ხოლო რჩეულებისა მისგან საყუარელ მამათათვის~ (რომ. 11, 28). მაგრამ მითხარი, როდის, ვის შესახებ და ვის ეუბნება ის ამას? მოქცეულ წარმართებს, რომლებიც ამაყობდნენ თავიანთი რწმენით, უჯანყდებოდნენ იუდეველებს და ამით კიდევ უფრო იზრდებოდა გაუცხოება მათ შორის. ამრიგად, ის ამას იმისთვის ამბობს, რომ ზოგიერთში ყოყოჩობა და ზვიადობა ჩაახშოს, სხვები კი მოიზიდოს და მსგავსი მოშურნეობა გააღვივოს მათში. როდესაც მოციქული ამ კეთილშობილ და დიად მამებზე საუბრობს, უსმინეთ, რას ამბობს: `რამეთუ, რომელნი ესევითარსა იტყვიედ, გამოაჩინებენ, ვითარმედ მამულსა ეძიებენ. და თუმცა მას მოიხსენებდეს, ვინაი-იგი გამოვიდეს, აქუნდამცა ჟამი მიქცევისაი. ხოლო აწ უმჯობესსა მას გული ეტყვის, ესე იგი არს ზეცისასა, ამისთვისცა არა სირცხვილ უჩნს მათი ღმერთსა სახელის-დებად მათდა ღმრთად, რამეთუ განუმზადა მათ ქალაქი~ (ებრ. 11, 14-16). და კიდევ: `სარწმუნოებით მოწყდეს ესე ყოველნი, და არღა მოეღო მათ აღნათქუემი იგი, არამედ შორით იხილეს იგი და მოიკითხეს და აღიარეს~ (ებრ. 11, 13). სწორედ ასე ეუბნებოდა იოანე მასთან მისულებს: `და ნუ ჰგონებთ და იტყვით თავით თვისით: მამაი გვივის ჩუენ აბრაჰამი~ (მათე 3, 9). პავლეც ბრძანებს: `არა ყოველნი ისრაელისაგანნი ესენი არიან ისრაელ… ესე იგი არს, არა თუ შვილნი ხორცთაგანნი ესენი არიან შვილ ღმრთისა~ (რომ. 9. 6, 8).
ყველა აღმსარებლობის ადამიანი პასუხისმგებელია ხმა აღიმაღლოს ქრისტიანთა დევნის წინააღმდეგ
სტივენ ბ. ნასატირი
სადაც არ უნდა ჰქოდეს ასეთ მოქმედებას ადგილი და ვინც არ უნდა ჩადიოდეს ამას, ნებისმიერი რელიგიური უმცირესობის დევნა გაუგონარი უსამართლობაა. ნებისმიერმა შეგნებულმა ადამიანმა ამის საწინააღმდეგოდ ხმა უნდა აღიმაღლოს და როცა საჭიროა სათანადო ზომებიც კი მიიღოს.
დაცვა სჭირდებათ, თანაც ძალიან. თუ ადრე ყველაფერს მართლმადიდებლურს სჭირდებოდა დაცვა ათეისტური დაცინვისგან, ახლა სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვალა: საერო კულტურის დაცვა გვიხდება მართლმადიდებლური ფარისევლობისგან. ტყუილად როდია ნათქვამი: როგორც კი ქრისტიანთა დევნა მთავრდება, ზოგიერთი ქრისტიანი თავად იწყებს ჟანდარმის თანამდებობაზე ოცნებას.
ეპისკოპოსი პორფირი (უსპენსკი) – რუსი აღმოსავლეთმცოდნე, ბიზანტიოლოგი და არქეოლოგი; ცნობილია აგრეთვე, როგორც დაუცხრომელი კრიტიკოსი ათონის პოპულარულ ისტორიაში არსებული არასანდო ფაქტებისა. ის ერთ-ერთი პირველი რუს მეცნიერთაგანი იყო, რომელმაც ათონის მონასტრების არქივებში შეაღწია და ბერძნული და სლავური სავანეების ძველ აქტებს გაეცნო. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, დეკანოზი ალექსი მარჩენკო აანალიზებს ეპისკოპოსის მიერ გამოყენებულ კვლევის კრიტიკულ მეთოდს.