ეკლესიის თვისებები

ეკლესიის თვისებები

ნიკეა -კონსტანტინეპოლის სიმბოლოს სიტყვები ,, მრწამს ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკელსია: განსაზღვრავს ეკლესის, როგორც ღმერთკაცობრივი ორგანიზმის მახასიათებლებს.

ეკლესია ერთია, რადგან შექმნილია წმინდა სამების ხატად და არსობრივი ერთობის საიდუმლოს წარმოადგენს ჰიპოსტატური სხვაობით: ის შედგება ცალკეული პიროვნება-ჰიპოსტატების სიმრავლისაგან, რომლებიც შეკრულნი არიან სარმწუნოებისა და საიდუმლოთა ერთობით. პავლე მოციქულის სიტყვებით: ,, 4. ერთია ხორცი და ერთია სული, ისევე, როგორც ხმობილნი ხართ თქვენი ხმობის ერთი იმედით. 5. ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება. 6. ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის გამრიგე და ყველაში დავანებული“. (ეფეს.4) ყველა ქრისტიანის ამ ერთობისთვის ლოცულობდა იესო ქრისტე საიდუმლო სერობაზე: ,, მამაო წმინდაო,  დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე,  რაიტა იყვნენ ერთობით,  ვითარცა ჩუენ … და არა ამათთვის ხოლო გკითხავ,  არამედ ყოველთათვის, რომელთა ჰრწმენეს სიტყვითა მათითა ჩემდა მომართ, ყოველნი ერთ იყვნენ,  ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩვუენ შორის ერთ იყვნენ „. ( იოან. 17 ; 11-20-21) წმინდა სამების სამი პირის სიყვარული ასახულია ეკლესიის ერთობაში. ,,დედამიწაზე არ არსებობს ერთობა,  რომელთანაც შესაძლებლობა იქნებოდა საეკლესიო ერთობის შედარება; ასეთი ერთობა მხოლოდ ზეცაში სუფევს, წერს მთავარეპისკოპოსი ილარიონი (ტროიცკი) . შეუდარებელი სიყვარული მამისა, ძისა და სულიწმინდისა ზეცაში აერთიანებს სამ პირს ერთ არსებაში ისე, რომ უკვე სამი ღმერთი კი არა ერთი ღმერთია, რომელიც სამერთიანი ცხოვრებით ცხოვრობს. ადამიანები,  რომლებიც ეკლესიის წევრები ხდებიან და ერთმანეთს იყვარებენ, წმინდა სამების სამ პირს ემსგავებიან.

ეკლესიის სიწმინდეზე ლაპარაკობს პავლე მოციქული, როცა ქრისტეს ადარებს ქმართან, ეკელსიას კი ცოლთან: რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკელსიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გვუამისაი  ; არამედ ვითარცა ეკლესიაი დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოვლითა, ქმართა გიყვარდეთ ცოლნი თვისნი, ვიტარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესია და თავი თვისი მისცა მისთვის,  რაითა იგი წმინდა —  ჰყოს, განწმინდა საბანელითა მით წყლისაითა და სიტყვითა, რაითა წარუდგინოს თავადმან თავსსა თვისსა დიდებულად ეკელსიაი, რაითა არა აქუნდეს მწიკვლევანება, არცა ნაოჭ-ბრძვლისა, არცა სხუაი რაი ესევითარი, არამედ რაითა იყოს წმინდა და უბიწო ( ეფეს.5;23-27 ). ეკლესიის სიწმინდე განპირობებულია არამხოლოდ ქრისტეს სიწმინდით, როგორც ეკლესიის თავისა, არამედ იმ სიწმინდითაც,  რომლისკენაც მოწოდებულია ყველა მიის წევრი. სიწმინდისაკენ მოწოდებულია თითოეული ქრისტიანი. ეკლესიას ყველა ეპოქაში ყავს ჭეშმარიტი წიმინდანები,  თუმცა ისეთი წმინდანები, რომლებმაც დაძლიეს ცოდვა და ყველა ვნება,  ძალზედ მცირეა. ქრისტიანთა უმრავლესობა ცოდვილია და ისინ სიწმინდის მიღწევის ძალით კი არ არიან ეკლესიის წევრები, არამედ მისკენ სწარფვითა და სინანულით. ეკლესიის ამოცანა სწორედ ის არის, რომ განწმინდოს ისინი და ღმერთთან მიიყვანოს.  ამ თვალსაზრისით, ქრისტიანების შესახებ ითქმის, რომ ისინი იმყოფებიან ,, in patria et in via” —  სამშობლოშიც და გზაშიც,  ანუ ერთდროულად ეკელსიის წიაღში და მისკენ მიმავალ გზაზეც. სლავური ტერმინი ,,соборная” არ არის მაინცდამაინც ადექვატური ბერძნული სიტყვისა katholike (კათოლიკე),  რაც ნიშნავს ,,საყოველთაოს“ , ანუ მთელ მსოფლიოში გაფანტული ქრისტიანების, ასევე ყველა წმინდანისა და გარდაცვლილის გამაერთიანებელი. როგორც წმინდა მღვდელმთავარი კირილე იერუსალიმელი ამბობს: ,, ეკლესია იმიტომ იწოდება კათოლიკედ,  რომ საყოველთაოდ და ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ასწავლის ყოველივეს,  რაც უნდა შედიოდეს ადამიანის  ცოდნაში — დოგმატებს, ხილულისა და უხილავის, ზეციურისა და მიწიერის შესახებ…6 „

,,სამოციქულო ეკელსია ‘’ ნიშნავს,  რომ ის დაფუძნებულია მოციქულების მეშვეობით ,  ინარჩუნებს მათი სწავლების ერთგულებას,  მემკვიდრეობას და ამ ქვეყნად განაგრძობს მათ მსახურებას. იმას, რომ ეკელსია ,, მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზეა აღშენებული ‘’ , აღნიშნავს პავლე მოციქული ( ეფეს .2 , 20). მოციქულების მემკვიდრეობის ქვეშ მოიაზრება [ეპისკოპოსად ] კურთხევის უწყვეტი ჯაჭვი, მოციქულებიდან მოყოლებული დღევანდელ ეპისკოპოსებამდე: მოციქულებმა აკურთხეს პირველი თაობის ეპისკოპოსები, მათ, თავის მხრივ,  მეორე თაობის ეპისკოპოსები აკურთხეს, და ასე — ჩვენ დრომდე. ის ქრისტიანული თემები, სადაც ეს მემკვიდრეობითობა შეწყდა, მიჩნეულია ეკელსიიდან გავრდომილად იქამდე,  ვიდრე ეს მემკვიდრეობითობა არ აღდგება. ეპისკოპოსები განაგრძობენ მოციქულების მისიას დედამიწაზე — მსახურების,  ქადაგების, არსებული საეკლესიო თემების ხელმძღვანელობისა და ახალი თემების დაარსების მისიას. არამხოლოდ ეპისკოპოსები და მღვდელბი, არამედ ეკელსის თითოეული წევრია მოწოდებული სამოციქულო, სამისიონერო მსახურებისთვის, სიტყვითა და საქმით  ქრისტეს საქადაგებლად: წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა (მათ.28,19).

ქრისტეს მიერ დაკისრებული მისია მოციქულებსა და მათ მემკვიდრეებზე ჩვენს დროშიც არ დასრულებულა. დედამიწაზე ჯერ კიდევ მოიპოვება ბევრი ისეთი ერი,  რომლებსაც თითქმის არ შეხებია ჯერ კიდევ ქრისტეს ქადაგება; არის ვეებერთელა რეგიონები,  სადაც სახარების სიტყვა თითქმის არ ისმის. ზოგიერთი ქვეყანა, ოდესღაც ქრისტიანული  რომ იყო,  კვლავ წარმართობას დაუბრუნდა, და ისინი უკვე ახალ ქადაგებას,  ახალ მოციქულებს საჭიროებენ … ათასი წლის წინ, მოციქულთასწორმა მთავარმა,  ვლადიმერმა რუსეთი განანათლა და, იქედან მოყოლებული, გაიკვალა წარმართობის თანდათანობითი ამოძირკვისა და ქრისტიანობის დანერგვის ხანგრძლივი, მრავალსაუკუნოვანი გზა. 15-ე საუკუნისთვის, მოციქულთა საქმეების გამგრძელებელთა შრომისა და ღვაწლის წყალობით, ქვეყანა იქცა იმ წმინდა რუსეთად (святая рус ),  რომლის სესახებაც ჟამთააღწერებში ვკითხულობთ, სადაც თითოეულმა ადამიანმა — დიდმა თუ პატარამ — იცოდა ქრისტეს მოძღვრება, დადიოდა ეკელსიაში, სადაც წერა-კითხვასაც კი მხოლოდ ფსალმუნების მიხედვით ასწავლიდნენ. მაგრამ უკანასკნელ საუკუნეებში ჩინელმა ტენდენციებმა კრიზისი გამოიწვია, რომლის შედეგიც 1917 წლის კატასტროფა და 70 წლიანი ,,ბაბილონის ტყვეობა“ იყო.   ბოროტი ძალები,  შეეცადნენ მთლიანად მოესპოთ ქრისტეს სახელის ხსენება და ადამიანთა გულებიდნა ამოეშთოთ ღმერთი. შედეგად, ქვეყანა კვლავ წარმართულ ქვეყანად იქცა,  და ადამიანები კვლავ წყვდიადში აღმოჩდნენ ნათლის მოლოდინით (ესაია. 59, 9); ქრისტიანების და, განსაკუთრებით მძიმე, მწყემსების -მოციქულთა მემკვიდრეების, წინაშე იგივე ამოცანა დადგა, რომელიც მთავარ ვლადიმერის წინაშე იდგა ათასი წლის წინათ და მოციქულების წინაშე — ორიათასი წლის წინათ — იქადაგონ სახარება და ნათელი სცენ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა; დაამსხრვიო კერპები და მათ ადგილებზე ქრისტეს ტაძრები აღმართონ; კერპები ჩვენს თვალწინ არნახული ძალით იმუსრებიან,  მაგრამ გამოთავისუფლებულ ადგილებზე სულიერი ტაძრების აშენება, გაჩენილი ვაკუუმის ჭეშმარიტი სარმწუნოებით შევსება ჯერ კიდევ სამომავლო საქმეა. შეძლებს თუ არა ეკელსია ამ მისიის შესრულებას, მოიძებნებიან თუ არა დღეს ადამიანები — მოციქულთა სწორნი რწმენით, ღვთის მიმართ მოშურნეობით, ქრისტესა და ღვთის ერისადმი სიყვარულით,  ამაზეა დამოკიდებული რუსეთის სულიერი მომავალი…

სამოციქულო თემმა საბოლოოდ თავისი თავი ეკელსიად გააცნობიერა სულთმოფენობისას,  როდესაც მოციქულებზე გარდამოვიდა სულიწმინდა ცეცხლოვანი ენების სახით და მათ მიიღეს ძალა, ყველა ერისათვის ექადაგათ სახარება. სულთმოფენობის დრესასწაულის ტროპარი ნათელს ფენს ამ მოვლენის შინაარს : ,, რაჟამს იგი გარდამოხდა,  და ენანი შეურივნა, მიმოდაყვნა მაღალმან ნათესავნი,  ხოლო აწ რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყვნა, ერთბამად მიიყვანნა იგინი, ამისთვისცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლადწმინდასა..“ ეს შეიცავს ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შეხსენებას,  როდესაც ღმერთმა დაინახა ადამიანების უგუნურება, — რაც გამოიხატებოდა ცამდე გოდოლის აშენების მცდელობაში; გარდამოხდა და შეურივნა მათი ენები, რათა ერთმანეთისათვის ვერ გაეგოთ, ვერ ეკეთებინათ ერთი საქმე, და მათაც შეწყვიტეს გოდოლის მშენებლობა, რომელიც მაინც დაინგრეოდა და თავისი ნანგრევების ქვეშ მოიყოლებდა ყოველ მათგანს ( დაბ.11, 1-9). აღდგენა ადამიანთა დარღვეული ერთობისა, რომლის დაშლის მიზეზიც თვით ადამიანები იყვნენ, ეკლესიაში აღესრულება, სადაც არ არის განსხვავება ეროვნული და ენობრივი ნიშნით, არამედ ყველას ეძლევა ერთი ,,ახალი ენა“ — ენა რწმენისა და ლოცვისა, თანამოაზრეობისა და სიყვარულისა. ყოველთვის,  ბაბილონის გოდოლი ინგრევა (ის კვლავდაკვლავ ინგრევა მთელი ისტორიის მანძლზე) . ხდება ,,ენების შერევნა „- ეროვნებებს შორის მწვავდება აზრთა წინააღმდეგობა, იზრდება ერთმანეთს შორის გაუგებრობა და უნდობლობა. და მხოლოდ სულიწმინდას,  რომელიც არის სული სიბრძნისა და გულისხმიყოფისა, სული განზრახვისა,  ძლიერებისა,  სული მეცნიერებისა და ღმრთისამსახურებისა ( იხ. ესაია. 11,2), რომელიც მკვიდრობს და მოქმედებს ეკლესიაში, შეუძლია, შეარიგოს ყველანი,  მოუწოდოს ერთობისა და თანხმობისაკენ.

 

ავტორი: მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი