იეჰოვას მოწმე: მე მინდა ვიმსჯელო თქვენთან ღმერთის სახელზე. როგორ ფიქრობთ, რატომ ჰქვია ჩვენ ორგანიზაციას „იეჰოვას მოწმეები“?
მართლმადიდებელი: მე მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან მისთვის ბიბლიურ მტკიცებულებას ვერ ვპოულობ.
მართლმადიდებელი: თქვენი ორგანიზაციის დასახელებაში მე ყველაფერი მძაბავს: პირველი და მეორე სიტყვაც. დავიწყოთ პირველი სიტყვით- „მოწმეები-“! შეიძლება ადამიანი იყოს მოვლენის მოწმე, რომელიც გაზეთში (წიგნში) წაიკითხა, ან სულაც სხვა ადამიანებისგან გაიგო? არა და არა! მოწმე ყოველთვის მოვლენის თვითმხილველია.
მოციქულები თავის თავს „იეჰოვას მოწმეებს“ არ უწოდებდნენ, თვით ქრისტე თვლიდა მათ თავის მოწმეებად და ასე მიმართავდა: „ არამედ თქვენ მიიღებთ ძალას როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე.“ (საქმე მოციქულთა 1,8). სიტყვა „მოწმე“ ახალ აღთქმისეულ განმარტებით-თვით მხილველს ნიშნავს. როცა განმდგარი იუდას მაგივრად ახალი მოციქული აირჩიეს, ეს პრინციპი სრულად განცხადდა. ახალი მოციქულის არჩევა სწორედ მისი ცნობილი მოვლენების თანამონაწილეობამ განსაზღვრა. როგორც ეს პეტრე მოციქულმა გადმოგვცა: „ იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული ჩვენგან მისი ამაღლების დღემდე, ერთ- ერთი მაგთანი გახდეს ჩვენთან ერთად მისი აღდგომის მოწმე.“(საქმე მოციქულთა 1,22). მოწმეებად იწოდებოდნენ ასევე პირველი ქრისტიანი მოწამეები, როგორც მაგ. „ერთგული მოწმე… ანტიპა“ (გამოცხადება 2,13). თავისი მოწამეობით მათ ქრისტეს ერთგულება დაიმტკიცეს.
ესაიას ტექსტში ნათქვამია: „„ თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე…..“ (ესაია 43,10). აქ ებრაელ ხალხსა და წინასწარმეტყვლ მოსეს როლზეა საუბარი. ამ საკითხის თქვენეული ეგზეგეტიკა მტკიცებულებად ნამდვილად არ გამოდგება. მეორე მხრივ სიტყვა „მოწმე“ მრავლის მომცველია, ასე რომ ქრისტიანული თემის წევრის დასახასიათებლად და სხვა ადამიანებისგან გამოსაყოფად ის უვარგისია. ასევე სიტყვა „მოწაფე“ ჩვენს წინაშე აყენებს მთელ რიგ კითხვებს ბადებს.
ახალ აღთქმაში ნათქვამია: „ ასე, მთელ წელიწადს იკრიბებოდნენ ისინი ეკლესიაში, ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს. ასე პირველად ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები.“ (საქმე მოციქულთა 11,26). სიტყვებით „პირველად ეწოდათ“ მოციქული საუბრობს ჭეშმარიტად სამოციქულო ტრადიციის წარმოშობაზე- ეწოდოთ ქრისტეს ეკლესიის წევრებს სახელი- ქრისტიანები. აღსანიშნავია, რომ სახელი იეჰოვა ბეძნული ახალი და ძველი აღთქმის არცერთ ტექსტში არ ფიგურირებს. გთხოვთ ამაზე ნუ შემეკამათებით……
იეჰოვას მოწმე: და მაინც არსებობს „ბერძნული“ წერილები, რომლებშიც სახელი იეჰოვაა მოხსენიებული. 1944 წლის „თეოლოგიური გამოკვლევების ჟურნალ“-ში გამოქვეყნებულია ბერძნულ ენოვანი პაპირუსის ფრაგმენტი , სადაც ეს სახელი თავისი პირველადი სახითაა შემონახული და არ არის შეცვლილი ამა თუ იმ ტიტულით.
მართლმადიდებელი: ბიბლიის რომელი ფრაგმენტი იყო აღდგენილი ამ პაპირუსში?
იეჰოვას მოწმე: მეორე რჯულის წიგნის მეორე ნაწილი.
მართლმადიდებელი: დიახ-ძველი აღთქმა! არ არსებობს ახალი აღთქმის არცერთი ხელნაწერი, სადაც ეს სახელია მოხსენიებული. თქვენ, თქვენი ორგანიზაციის დასახელების მეორე სიტყვითაც სცოდავთ ჭეშმარიტების წინაშე, მაშინაც როცა მსგავს პაპირუსებს იშველიებთ. ეხლავე აგიხსნით… სიტყვა „იეჰოვა“ — არცერთ ებრაულ, ბერძნულ და სლავურ ბიბლიის კრებულში არ ფიგურირებს. ღმერთის სახელი hwhy ებრაულ ტექსტში არასდროს არ იკითხებოდა ისე, როგორც თქვენ წარმოსთქვამთ მას. უფრო მეტიც, ამ სახელის არასწორი ფორმით წარმოთქმა ებრაულ ენოვან ხალხში დიდ შეცდომად აღიქმება. „ ებრაულ ენციკლოპედიაში“ სიტყვა („იეჰოვა“)-ზე შემდეგს ვკითხულობთ: „ ის (სიტყვა) ბიბლიის ახალ თარგმანებში ხშირად წარმოდგენილია ფორმით „იეჰოვა“- იჰვხ, რომელიც ფილოლოგიური თვალსაზრისით დაუშვებლად არის მიჩნეული. მითითებული ფორმა წარმოშვა მცდელობამ ამ სახელის თანხმოვნები დაელაგებინათ ისე, თითქოს მათ სახელი „ადონაი“-დან ჰქონდათ ხმოვნები დართული.(ებრაული ენციკლოპედია ტომ. 8 გვ.130).
იეჰოვას მოწმე: მაგრამ ჩვენ არ ვიწყებთ ამ სახელის წარმოთქმას ხმოვანი „ა“-თი რომელიც, სახელი „ადონაიდან“ წარმოსდგება.
მართლმადიდებელი: მაპატიეთ, მაგრამ გამოსვლათა წიგნში (3,14) სწორედ სახელი Эhйе-ეს ტრანსკრიპცია იყო ხელოვნურად დამახინჯებული. ცნობილია, რომ ძველ ებრაული ენის მიხედვით პირველი ა (ალეფი) გამოითქმება როგორც-Э. შესაბამისად შუასაუკუნეების მთარგმნელთა არაკომპეტენტურობის შედეგია, რომ ხმოვანი-სახელი „ადონაიდან“დააყენეს თანხმოვან Эhйе-თან, რამაც წარმოშვა არ არსებული Й-э-Х-о-В-а-Х ანუ იეჰოვა. თუ ჩვენ, მაგალითად ავიღებთ თანხმოვნებს გვარიდან „რასელი“ და დავუმატებთ მას ხმოვნებს გვარიდან „რუტერფორდი“, მაშინ მივიღებთ ორთავიან რუსესოლს. ვფიქრობ, რომ თქვენი დამაარსებლების (ერესიარქების) სახელების ასოების აღრევას თქვენ მათი ხსოვნის შეურაცხყოფად აღიქვამთ.
ჩვენ ღმერთის სახელით ვლაპარაკობთ. თქვენ კი ამტკიცებთ რომ მისი სახელი იცით.
იეჰოვას მოწმე: მაგრამ თქვენ სინოდალურ (მართლმადიდებლურ) თარგამანში ეს სიტყვა რვაჯერ გვხვდება.
მართლმადიდებელი: თქვენ მართალი ხართ. ეს არაფერია, თუ არა ლათინური (კათოლიკური) ტრადიციის გავლენა ამ სახელის წარმოთქმაზე (ტრანსკრიპციაზე). 18-19 საუკენეებში ეს გავლენა საკმაოდ მოძლიერდა. სამწუხაროდ დღემდე სამამულო ბიბლიეისტიკაზე მაღლა უცხოელი პროფესორების აზრს აყენებენ, რომლებიც მუდმივად ცდილობენ თავისი შეხედულება, წარმოდგენა და ტერმინოლოგია მოგვახვიონ თავს.
მაგრამ მოდით დავუბრუნდეთ ჩვენს კითხვას.სინამდვილეში „იეჰოვა“ მხოლოდ ვულგატში( ბიბლიის ლათინურ ტექსტში) და იმ თარგმანებში გვხვდება, რომლებიც კათოლიკური ბიბლეისტიკის გავლენას განიცდიდნენ. იგივე კათოლიკეების თანამედროვე თარგმანებში ამ სახელის მსგავსი წარმოთქმა აღარ არსებობს.
ძველი აღთქმის ებრაულ ტექსტში ღმერთის ყველაზე გავრცელებული სახელი, რომელიც ზუსტად 5789 ჯერ გვხვდება არის-Яhве. ნაცნობი ტექსტი გამოსვლათა წიგნიდან (3,14) შეიცავს სხვა, Яhве-სგან განსხვავებულ ფორმას-Эhйe-ს. ბუკვალურად ეს სახელი ასე წარმოითქმება- Эhйe АшерЭhйе. სიტყვა-სიტყვით ეს ერთმარცვლიანი სახელი ითარგმნება როგორც: „მე ვარ ის, რაც ვარ“. ღმერთის სახელი ფორმით- Эhйe , რომელიც გამოსვლათა წიგნში(3,14) არის მოცემული, წმინდა წერილში მხოლოდ 51(!)-ჯერ გვხვდება. შედარებისთვის-უფლის სახელი
ელოჰიმი-ძველ აღთქმაში 1083-ჯერ არის ნახსენები.ცნობისათვის, წმ. მამათა ნაშრომებში ეს საკითხი უყურადღებოდ არ დარჩენილა. მაგ. ნეტარი თეოდორიტე კვირელი თავის ტრაქტატში სათაურით-„საღვთო დოგმატების მოკლე გადმოცემის“ მე-4 ნაწილში-„სულიწმიდაზე და საღვთო სახელებზე“ წერდა: „უგუნური ადამიანები,რომლებმაც ებრაული სახელების მნიშვნელობა არ იცოდნენ , თვლიდნენ, რომ ადონაი, საბაოთი და ელოჰიმი სხვადასხვა ღმერთები იყვნენ.მინდა ყველა უცოდინარს აუხსნა, რას ნიშნავს თითოეული მათგანი ჩვენს ენაზე. სახელი ელოჰიმი-იგულისხმება უფალი,ხოლო ელოი-ღმერთო ჩემო.სახელი ილo- წარმოთქმული ასპირაციის (ფშვინვის) გარეშე ასევე ღმერთს ნიშნავს, ხოლო ასპირაციით (ფშვინვით)- ძლიერ ღმერთს. ადონაი-ღმერთია, ღმერთი საბაოთი-ძალისმიერი ან ომის ღმერთი: იმიტომ რომ ელინებთან მეომართა მწკრივებს ძალა ეწოდება. შადდაი- ნიშნავს შეძლებულს და ძლევა მოსილს, აიო-ჭეშმარიტს. ამ სახელს ებრაელები ვერ გამოთქვამდნენ, ხოლო სამარიტელები კი მას წამსთქვამდნენ-იავე“. ეხლა მტკიცებულებას იმავე საკითხზე ბროკჰაუზის და ეფრონის ენციკლოპედიიდან მოგართმევთ: „ყოველ შემთხვევაში ფორმა ი(ეჰოვა)-ერთადერთი არ არის; მასთან ერთად, განსაკუთრებით თანამედროვე დროში სხვა ფორმა-Jabe, Jahveh უფრო შემოდის ხმარებაში, რომელთა სასარგებლოდ ნეტარი თეოდორიტეს (IoBe) და კლიმენტი ალექსანდრიელის (Iooue) უძველესი მტკიცებულებები მოწმობენ.
სამწუხაროდ მე ჯერ ვერ მოვასწარი „სტომატის“ 7-ვე წიგნის დამუშავება. იმისთვის, რომ თქვენთვის თვით კლიმენტი გამეცნო ენციკლოპედიის დამოწმება დამჭირდა. ყოველ შემთხვევაში შედეგი სახეზეა.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, თქვენი ორგანიზაციის დასახელებაში-„მოწმეები…“ და „…იეჰოვა“-ჩვენ ორ შეცდომას ვხედავთ: პირველ- ეგზეგეტიკურს, მეორე-ფილოლოგიურს; არსებობენ ისტორიული მტკიცებულებებიც, რომლებიც თქვენს პოზიციას აქარწყლებენ. მზად ხართ საუბრის გაგრძელებისთვის თუ დაიღალეთ? ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს ხვალ შევხვდეთ.
იეჰოვას მოწმე: დიახ. ხვალ აჯობებდა..