მოიძულე ცოდვა, ხოლო გიყვარდეს ცოდვილი

მოიძულე ცოდვა, ხოლო გიყვარდეს ცოდვილი

ავსიტყვაობა ნიშნავს  თქვა ვინმეზე: მან მოიტყუა, ან იმრუშა ან მრისხანებაში ჩავარდა.. ხოლო განკითხვა ნიშნავს თქვა ვინმეზე: იგი მატყუარაა, მრუშია, მრისხანეა. ამგვარად განსჯის რა ადამიანი   სხვის  სულიერ მდგომაროებას,განაჩენი გამოაქვს მთლიანად მის  ცხოვრებაზე.. ამბა დოროთე.

ხშირად ვაკვირდებით რა ჩვენს ახლობლებს, ვფიქრობთ,რომ მათი ცოდვილი ქმედებები და  თავად ის კონკრეტული ადამიანები იგივენი არიან. მაგრამ წმინდა მამები გვასწავლიან, რომ არ შეიძლება გავაიგივოთ ადამიანი ცოდვასთან. ამის საოცარ მაგალითს თავად სახარება გვაძლევს, თუ როგორ უყურებს უფალი ადამიანებს და როგორ გვმართებს ჩვენ უყუროთ ჩვენს მოყვასს.

ყველა ადამიანში არის  იოანე ნათლისმცემელი,- ეს არის ხმა სინდისისა, ხმა ღვთისა, მარადის ჩვენი შინაგანი ჰეროდეს მამხილებელი, რომელიც ცდილობს იცხოვროს ღვთის რჯულის საწინააღმდეგოდ. სახარებაში მოთხრობილია, თუ როგორ ჩასვა საპრყობილეში ჰეროდემ იოანე ნათლისმცემელი, მაგრამ მიუხედავად ამისა ,, .. უფრთხილდებოდა; ბევრ რამეს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვნებით უსმენდა მას.“(მარკ.16-20).. ეს საკვირველია.. რადგან იოანე ნათლისმცემელი საკმაოდ მრისხანედ ამხილებდა ჰეროდეს.სახარების კითხვისას ჩვენ ვხედავთ თუ როგორ მიმართავდა იგი იორდანეს მდინარეში მოსანათლად მოსულ ფარისევლებს ,,იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ გაექეცითო მომავალ რისხვას?“ (მათ.3-7).. მიახლოებით ამგვარად შეეძლო მას ესაუბრა ჰეროდესთან. ვეცადოთ წარმოვიდგინოთ, მოგვისმენენ კი ჩვენ  ადამიანები, თუ შევეცდებით მათ ვესაუბროთ მსგავსი მანერით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ კი მათ აქვთ ძალაუფლება არ მოუსმინონ ჩვენს სიტყვას და საპყრობილეშიც კი ჩაგვსვან? მაგრამ აქ ყველაფერი სხვაგვარად არის.

ჰეროდე — ის არის იმ დიდი ჰეროდეს შვილი, რომელმაც მოკლა ზაქარია, იოანე ნათლისმცემლის მამა. შესაძლოა თავად ჰეროდეს ეს არ ცოდნოდა, მაგრამ იოანემ უწყოდა, რომ მისი საპრყობილეში ჩამსმელი იყო მისი მამის, მკვლელის შვილი. როგორ უნდა ესაუბრა იოანე ნათლისმცემელს ჰეროდესთან, რომ ამ უკანასკნელს სიამოვნებით ესმინა მისთვის? (მარკ.16-20).  როგორი სიტყვებით მიმართავდა  წინასწარმეტყველი ამ გარყვნილ ადამიანს, დაუფარავ მრუშობაში მცხოვრებს, მას  მხოლოდ ბოროტების და უსჯულოების მოქმედს, რომ ასე უსმენდა მის რჩევებს და მრავალ კეთილსაც უყოფდა მას (იოანეს)? ასე შეეძლო ესაუბრა მხოლოდ იმ ადამიანს,რომელიც არ აიგივებდა ჰეროდეს ცოდვასთან, არ უყურებდა იმას რასაც ხედავდა,არამედ  ჭვრეტდა მის პიროვნებაში ღვთის ხატს. ნათელია, რომ  მხოლოდ მისდამი სიყვარულით შეეძლო იოანეს  ემხილებინა ჰეროდე წყენის გარეშე თუმც  საწყენი სიტყვებით.ეთქვა მკაცრი სიმართლე ისე, რომ ამას ადამიანისთვის მიენიჭებინა სიტკბოება, ჩაეღწია მისი გულის სიღრმეში და ემოქმედა მის სინდისზე ისე, რომ იძულებული გამხდარიყო დამორჩილებოდა ღვთის სიტყვას.

სახარებიდან  სავსებით ნათელია,რომ თუ კი ჰეროდე არ აყვებოდა ჰეროდიადას, მოიქცეოდა სინდისის მიხედვით,ღვთის მცნების შესაბამისად, ის სხვა ადამიანი შეიქმნებოდა და შესაძლოა ქრისტეს მოწამეც კი გამხდარიყო. ამგვარი ფერიცვალება შესაძლო იყო  მასში მომხდარიყო, იმიტომ, რომ ღვთის ხატება მიუხედავად იმისა რომ დამახინჯბულია, არ იკარგება სრულად თუნდაც ამგვარი ადამიანის შემთხვევაში და არის საშუალება გადარჩენისა სინანულის და გამოსწორებისა. უწყოდა რა ეს ყოველივე იოანემ, უყვარდა ჰეროდე და ეხმარებოდა მას.

ეს უნდა იცოდეს ყველა მონანულმა ცოდვილმა:  იგი და ცოდვა სრულიადაც არ არიან  ერთიდაიგივენი. ცოდვა შესაძლოა ისე ახლოს იყოს ადამიანთან,რომ ამახინჯებდეს მას, როგორც კანის ავადმყოფობა (კეთრი) ამახინჯებს ადამიანის შესახედაობას. ადამიანი ამ კეთრში არის როგორც ჯავშანში, მაგრამ ცოდვა არ არის ადამიანი! ის (ადამიანი) სრულიად სხვაა. ერთ მომენტში  მართლაც შესაძლებელია ცოდვის ჩამოშრება წამიერად, ასე შეეძლო ჰეროდეს  შეცვლილიყო, მხოლოდ საჭირო იყო გადამწყვეტი ნაბიჯი გადაედგა მას ქრისტესაკენ და ის უცებ სხვა ადამიანად გარდაიქმნებოდა, სახარებაც სხვა შინაარსის იქნებოდა, სამყაროც სხვანაირი იქნებოდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს ცოდვაზე და ბოროტებაზე, რომ ისისნი არ არსებობენ. ერთი ნაბიჯით ყველაფრის შეცვლაა შესაძლებელი, ისევე როგორც საკუთარი და  გარშემომყოფთა ცხოვრების. აგრეთვე შესაძლოა პირიქით, ყველა დავღუპოთ, ისევე როგორც ეს მოახერხა ჰეროდემ, დაიღუპა თავი,დაღუპა სხვებიც და ბოლოს ქრისტეც მოსაკლავად გაიმეტა.

დეკანოზი ალექსანდრეუმინსკი.

 

 

თარგმნა : მიქაელ მთაწმინდელმა.