მღვდელი გიორგი ჩესტიაკოვი — ფანატიზმის საფუძვლები

მღვდელი გიორგი ჩესტიაკოვი — ფანატიზმის საფუძვლები

როცა ვამბობთ სიტყვა „ფანატიზმს“-უნდა ვიგულისხმოდ, რომ იყო არა მარტო ბართლომეს ღამე, გამხეცებული ირანელებისაგან გრიბოედოვის მოკვდინება, არამედ 2001 წლის 11 სექტემბერიც. ანუ ფანატიზმი არა მხოლოდ შორეული წარსულია, არამედ დღევანდელი რეალობაც. ეს არის რუსეთში მომქმედი სინაგოგების ჩალეწილი ფანჯრები, ხანძრები და აფეთქებები. იგივე ბედი ეწიათ პროტესტანტულ ტაძრებს. მსგავსი ისტორია განმეორდა თათარსტანში, სადაც მუსლიმებმა მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობას გაუწიეს წინააღმდეგობა. იგივე ხდება აშშ-შიც -ინტერნეტით გავრცელებული ექიმების სია, რომლებიც აბორტებს აკეთებდნენ და ამის გამო მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

ქრისტიანული შეხედულება კატასტროფებზე

ქრისტიანული შეხედულება კატასტროფებზე

ყოველთვის, როდესაც მსოფლიოში დიდი მასშტაბის კატასტროფა ხდება, – როგორიც, ვთქვათ, ავარია საიანო-შუშენსკოეს ჰიდროელექტროსადგურზე, ან სულ ახლანდელი მიწისძვრა და ცუნამი იაპონიაში, – მაშინვე ჩნდება შეხედულება (და მათ შორის ქრისტიანებშიც), რომ ეს ღვთის სასჯელია კონკრეტული ადამიანების ან ხალხების კონკრეტული ცოდვების გამო. და მიუთითებენ კიდეც, თუ რა ცოდვების გამო ღმერთმა დაახრჩო (დაასხივა, დაწვა, გაანადგურა დანგრეულ სახლში და ა.შ.) ცოდვილები, რომლებმაც ცოდვები არ მოინანიეს.

ფრთხილად: ნეოფიტი!

ფრთხილად: ნეოფიტი!

იაპონური ანდაზა ამბობს: “როცა ოჯახში ბავშვი იბადება, მთელი ოჯახი ლაპარაკს სწავლობს. თუ ამ აღმოსავლური სიბრძნის პერეფრაზირებას გავაკეთებთ,  სამწუხაროდ უნდა ავღნიშნოთ: “როცა ოჯახში ქრისტიანი ჩნდება, მისი ოჯახის წევრები მოწამეები ხდებიან“. თუ ამ სტრიქონებს რომელიმე ასეთი ოჯახის წევრი წაიკითხავს, ვფიქრობ დამეთანხმება. ხოლო თუ მსგავსი ქრისტიანი, მე არც მეტი, არც ნაკლები ცილისმწამებლის ტიტულს დავიმსახურებ. არ ვუთანაგრძნობ პირველს წამებულებს ის არ სჭირდებათ და არც მეორესთან ვაპირებ თავის მართლებას (უსარგებლო საქმეა და თანაც საშიში). უბრალოდ მინდა ჩემი აზრები გაგიზიაროთ,  რომელიც ჩემი“ ქრისტიანობის“ დროს დამიგროვდა. მათთვის, ვისაც გაუკვირდა, რომ სიტყვა ქრისტიანი ბრჭყალებში ჩავსვი გეტყვით, რომ ეს სიტყვა წმინდანებს ეკუთვნით და ამის გამო სიმდაბლის მქადაგებლის როლს ნუ მომარგებთ.

წმ. ნიკოლოზ იაპონელი პროტესტანტიზმზე

წმ. ნიკოლოზ იაპონელი პროტესტანტიზმზე

წმ. ნიკოლოზ იაპონელს საეპისკოპოსო კათეხიზატორი — სახელად ოოკრა ესტუმრა. — რაზე გსურთ საუბარი? -მე იაპონიაში ქრისტიანობის დღევანდელი მდგომარეობა, მისი განშტოებების და სექტების არსებობა მაშფოთებს. -მადლობა ღმერთს ჩვენთან ეს არ ხდება. თქვენთვის პროტესტანტებისთვის კი სექტები ბუნებრივი მდგომარეობაა და გასაკვირიც იქნებოდა, რომ ისინი არ არსებოდნენ. თქვენ ღვთის სიტყვას თქვენებურად აღიქვამთ, სხვა თავისუბურად, მესამე და მეოთხეც თავისებურად და ა.შ. თითოული თქვენთაგანი უფლის სიტყვაში ღმერთს კი არ ჭვრეტს, არამედ საკუთარ აზრს და მასვე ეჭიდება… ვინაიდან ისმისთვის უფრო მისაღებია…  ამიტომაც მიიღეთ ამდენი სექტა. ჩვენთან ასე არ არის. წმ. წერილის გარდა ჩვენ წმ. გარდამოცემაც გვაქვს, ანუ ეკლესიის ცოცხალი სიტყვა, მოციქულების დროიდან მოყოლებული ვიდრე აღსასრულამდე… თუ ჩვენთვის წმ. წერილში რაიმე გაუგებარია ეკლესიას ვეკითხებით, ანუ როგორ ესმით ესმოციქულებს მათ მოწაფეებს, მოწაფეების მოწაფეებს და ა.შ. ეს ჩვენ შეცდომებისგან გვიცავს, უფლის სიტყვით “შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს შენ”. თქვენ კი პირიქით-გაურკვევლობის, ციების და ყოყმანის ბორკილებით ხართ შებოჭილნი. მე მას (ოოკურას) განვუმარტე ჩვენი და მათი განსწვავება იმ ადგილების აღთქმაში, რასაც შვიდი საიდუმლო ეფუძნება. მიუთითე, რომ მათი მღვდლობა არაკანონიერია… და ამიტომაც არ გააჩნიათ ევქარისტიის საიდუმლოებანი. მის მეორე კითხვას-ვფიქრობ თუ არა, რომ პროტესტანტიზმში გადარჩენა შესაძლებელია, ვუპასუხე: „ვინ წარ შენ,სხვისი მონის გამკითხველო? თავისი უფლის წინაშე იგი დგას “, ამიტომ უფალს მივანდობ პროტესტანტების, კათოლიკეების და ა.შ. გადარჩენის გადაწყვეტილებას, მე კი ვერც გავბედავ შევეწო ამ საკითხს. ერთი კი ნამდვილად შემიცლია გითხრათ, პროტესტანტიზმი დიდი საშიშროების წინაშე დგას. ჩვენ ზეცისკენ მიმავალ სწორ და მართალ გზაზე ვდგავართ, პროტესტანტი კი მისკენ ჯურღმულებით და შემოვლითი გზებით მიიწევს. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ დაიბნეს საკუთარ თუ სწვის შეთხზულ-მონაგონში.

ეთნიკური კონფლიქტები და მართლმადიდებელი ეკლესია.

ეთნიკური კონფლიქტები და მართლმადიდებელი ეკლესია.

21-ე საუკუნე თავისი გლობალიზაციით, ახალი ტექნოლოგიებით, ტრადიციული ფასეულობების დაკარგვითა და კულტურული და რელიგიური პლურალიზმით, მრავალგვარი სიძნელეების წინაშე აყენებს კაცობრიობას. უეჭველია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიაც ვერ აუვლის გვერდს ამ სიძნელეებს. მან არა მხოლოდ თავი უნდა დაიცვას მათგან, არამედ იპოვოს მათი გადაჭრის ორიგინალური და შემოქმედებითი გზები, რაც მისი გლობალური პასუხისმგებლობის ნაწილია. ამაში ის უნდა დაეყრდნოს ეკლესიის დოგმატს, ისტორიასა და მდიდარ ტრადიციას და ამასთანავე უნდა იყოს მუდმივად შემოქმედებითი, ცოცხალი ორგანიზმი, განმტკიცებული და განათლებული სულიწმიდით.