ევქარისტია სომხურ ეკლესიაში

ევქარისტია სომხურ ეკლესიაში

დღევანდელ დღეს სომხური სამოციქულო ეკლესიის (შემდგომში: სსე) ცნობილი იერარქები ღიად აკრიტიკებენ მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციულ პოზიციას, რომლის თანახმად ევქარისტულ საიდუმლოებასთან სხვაგვარი აღმსარებლობის წარმომადგენლები არ დაიშვებიან.[1] ეს იმ დროს, როცა დღეისათვის სსე — ში ზიარება შეუძლიათ განსხვავებული კონფესიის ქრისტიანებს. [2] მოცემული პრობლემის უფრო ფართოდ გასაშუქებლად მოდით, ყურადღება შევაჩეროთ VI _ VII საუკუნეების სომხეთის ეკლესიის ისტორიის ზოგიერთ ეპიზოდზე, რადგან ზუსტად ამ ისტორიულ პერიოდში დაიდო სსე _ სა და მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე ურთიერთობათა საფუძველი.

ყველაზე დიდი ცოდვა

ყველაზე დიდი ცოდვა

ქრისტიანობა არ ცდება: სამყაროს დასაბამიდან ყველა ხალხსა და ყველა ოჯახში უბედურების თავი და თავი სწორედ სიამაყეა. სხვა მანკიერებებმა ზოგჯერ ადამიანები შეიძლება გააერთიანოს. ლოთები და მრუშები შეიძლება ერთმანეთში კარგად ურთიერთობდნენ, ხუმრობდნენ, მეგობრობდნენ. სიამაყე კი ყოველთვის მტრობას გულისხმობს. ის არის მტრობა. და არა მარტო ადამიანსა და ადამიანს შორის, მტრობა ღმერთის მიმართაც.

ეკლესიის რწმენა

ეკლესიის რწმენა

თანამედროვე ადამიანების ცხოვრებაში სიტყვამ „რწმენა“ სრულიად კონკრეტული მნიშვნელობა შეიძინა: რწმენა გარკვეული პრინციპებისა და დებულებების უსიტყვოდ მიღებასთან, ამა თუ იმ სისტემის არსობრივად დაუდასტურებელი შეხედულებების აღიარებასთან გაიგივდა. სიტყვები: „მე მწამს“ — ნიშნავს, რომ ეთანხმები მოცემულ, თუნდაც გაუგებარ შეხედულებას. საერთოდ, სიტყვაში „რწმენა“ მოიაზრება როგორც რელიგიური შეხედულება, ასევე ნებისმიერი იდეოლოგიური სწავლება ან უსიტყვო ერთგულება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისა. მრავალი ადამიანისთვის ეს სიტყვა ცნებების გაურკვეველ კომპლექსს, წმინდა და მეტაფიზიკის არსის გამომხატველ მოვლენას წარმოადგენს, თუმცა ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ის მხოლოდ ყოველგვარი ტოტალიტარული აზროვნების პრინციპს გამოხატავს: „ირწმუნე და კითხვებს ნუ სვამ“!

ზნეობრიობა და სულიერება

ზნეობრიობა და სულიერება

ჩვენ უნდა გვესმოდეს და ვარჩევდეთ ერთმანეთისაგან სულიერებასა დაზნეობრიობას. ეს ორი რამ არსით სრულიად განსხვავებულია. რათქმაუნდა გარკვეული კავშირი არსებობს და ხშირად განსაზღვრავენ კიდევაც ერთმანეთს, თუმცა საბოლოოდ მაინც ერთი მეორასაგნ განსხავვდება. რაში მდგომარეობას სხვაობა ზნეობრიობასა და სულიერებას შორის? ზნეობრიობა — ეს ნიშნავს ჯანსაღ დამოკიდებულებას გარემო სამყაროს, ბუნებისა და ღვთის ქმნილებების მიმართ. და როგორია ეს ჯანსაღი დამოკიდებულება? იპოვე ოქროს შუალედი შემდეგი განსაზღვრებით: ,,ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორს არ გსურს რომ შენ მოგექცნენ.“

მთავარი საჭიროებანი სასულიერო წოდებისა

მთავარი საჭიროებანი სასულიერო წოდებისა

ამ დღეებში, თანახმად ყოვლად უსამღვდელოესის ექსარხოსის ვლადიმირის განკარგულებისა, თბილისში მოიყრიან თავსა წარმომადგენელნი მთელი საქართველოს სამღვდელოებისა. ამგვარი საყოველთაო კრება დიდი ხანია აღარა ღირსებია ჩვენს სამღვდელოებასა. არც არქიეპისკოპოსის პავლეს დროსა და არც ყოვლადუსამღვდელოესი პალლადის ყოფნის ჟამს ესრედ წოდებული საეპარქიო კრება არ ყოფილა მოწვეული. ამისთანა სასულიერო კრება მოხდა მხოლოდ მიტროპოლიტის იოანნიკეს ექსარხოსობაში.