ანტიმოციქული
როცა, ვნების შვიდეულის სახარებისეულ ტექსტებს ჩაუკვირდები, აღმოაჩენ, რომ იესოს ფიგურა ასხივებს სინათლეს, ხოლო იუდას ფიგურა იძირება ღამეში. ართმევს რა თავის მასწავლებელს პურის ნატეხს, ის ტოვებს მას და გადის ბნელში “და იყო ღამე” (ინ. 13.30) და ამ ღამის სიბნელეში მისი ფიგურა ხდება შეუმჩნევი ძნელია უცებ მიხვდე რას წარმოადგენდა ეს ადამიანი. გასული პერიოდის ღმრთისმეტყველნი არც კი ცდილობდნენ ამოეგლიჯათ მისი ფიგურა სიბნელიდან და კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ ფაქტის კონსტანტაციით: ის მოღალატეა. (გამყიდველია).