„დამხრჩვალი“ ტალანტის ისტორია

„დამხრჩვალი“ ტალანტის ისტორია

რა თქმა უნდა ქრისტიანობა არ მოგვიწოდებს ტალანტების (ნიჭების) უგულებელყოფისკენ. პირიქით, თვით სახარებისეული სიტყვა- ტალანტი ნიშნავს, რომ ღვთის ნებისმიერი საჩუქარი ძვირფასი, მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ადამიანისთვის. მაგრამ ჩვენი მაცხოვნებელი არა თვით ნიჭი (როგორც არ უნდა დავხვეწოთ ის), არამედ მისი სწორედ გამოყენება, მისი მეშვეობით მოყვასზე ზრუნვაა. მის არასწორ, არამიზნობრივ გამოყენებაზე ნეტარი ფეოფილაქტე წერს: „თუ შეხვდებით ნიჭიერ და მიზანსწრაფულ ადამიანს, რომელიც თავის ტალანტებს პირადი  მიზნების, გამორჩენისა და ბოროტებისათვის იყენებს ჩათვალე, რომ მან თავისი ნიჭი მიწაში ჩამარხა, ანუ მიწიერ მოთხოვნილებებს შესწირა“.   

საუბარი «იეჰოვას მოწმეებთან»

საუბარი «იეჰოვას მოწმეებთან»

ერთ საღამოს ჩემ ქალიშვილთან ერთად ვსეირნობდი და შემთხვევით იეჰოვას ორ მოწმეს გადავაწყდი, რომლებიც ქუჩაში გამვლელებს აჩერებდნენ. მათთვის გვერდის ავლა ვერ შევძელი და აი რა გამოვიდა….

სახარებისეული ქრისტე: ღმერთი და კაცი

სახარებისეული ქრისტე: ღმერთი და კაცი

იესო ქრისტე სახარებაში წარმოჩენილია როგორც რეალური პიროვნება, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანის ყველა თვისება აქვს.

ტრინიტარული ტერმინოლოგია

ტრინიტარული ტერმინოლოგია

ქრისტიანებს ეკლესიის დაარსების პირველივე დღეებიდან სწამდათ მამის, ძისა და სულიწმინდის, რამეთუ ეყრდნობედნენ ქრისტეს სიტყვებსა და წმ. წერილის მოწმობებს. თუმცა კიდევ რამოდენიმე ასწლეული დასჭირდა იმას, რომ სამების შესახებ სწავლება ზუსტი საღვთისმეტყველო ფორმულირებებით შემოსილიყო.

დეკანოზი ვალენტინ სვენციცკი — დიალოგები

დეკანოზი ვალენტინ სვენციცკი — დიალოგები

დიალოგი 1

უკვდავებაზე

უცნობი: აღსარებისთვის არ მოვსულვარ, მინდა უბრალოდ დაგელაპარაკო, მაგრამ იქნებ ეს შეუძლებელია?

მოძღვარი: რატომ?

უცნობი: რწმენაზე მინდა გესაუბრო, თუმცა თავად სავსებით ურწმუნო ვარ.

მოძღვარი: მაშ, რატომ ლაპარაკობ ჩემთან?

უცნობი: ნებას მომცემ გულწრფელად გიპასუხო?

მოძღვარი: დიახ!

უცნობი: არამც თუ არ მწამს, ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა სწამდეთ დღევანდელი მეცნიერების მიღწევების შემდეგ? მინდა გავიგო, რა დგას განათლებული ადამიანის მორწმუნეობის უკან. თუ წინააღმდეგი არ იქნები, მინდა გულწრფელად გელაპარაკო — რაშია საქმე?