უბიწოდ ჩასახვის დოგმატის შესახებ

უბიწოდ ჩასახვის დოგმატის შესახებ

”ჭეშმარიტი დიდებითა და ღირსებით შემოსილი ქალწული დედოფალი მეტად აღარ საჭიროებს რაღაც ცრუ დიდებას”   ბერნარდ კლერვოსკინი

ზოგიერთებს ასოციაციით ერთმანეთში ერევათ რომის ეკლესიის სწავლება ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის უბიწო ჩასახვის შესახებ და იესო ქრისტეს ქალწულის მიერ განუხრწნელად მუცლადღების დოგმატი. ამათგან პირველი რომაული კათოლიციზმის მიერ ახლად შემოღებული სწავლებაა, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულის შობას ეხება, მაშინ, როცა მეორე, ქრისტიანული სარწმუნოების საყოველთაო საუნჯე — თავად იესო ქრისტეს შობას მიემართება, ”რომელიც ჩვენთვის და ჩვენისა ცხონებისათვის გარდამოხდა ზეცით და ხორცი შეისხა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცდა”. უბიწო ჩასახვის შესახებ ცრუ სწავლება თავის დასაბამს XIII საუკუნის დასასრულს იღებს, როდესაც დასავლეთის გარკვეულმა სასულიერო წრეებმა ყოვლადწმინდა ქალწულისადმი განსაკუთრებული პატივის მიგება დაიწყეს.

პირველქმნილი ცოდვა და ადამიანური ბუნება

პირველქმნილი ცოდვა და ადამიანური ბუნება

ყოველწლიური სულიერი მოგზაურობა დიდმარხვაში და განსაკუთრებით კი ვნების კვირაში, როდესაც მაცხოვრის გაცემას, ჯვარცმას, სიკვდილსა და დაფვლას ვიხსენებთ, რომელიც უფლის აღდგომის დიდებული დღესასწაულით გვირგვინდება, კვლავ გვაძლევს საშუალებას ჩავუფიქრდეთ ღმერთის ძის განკაცებისა და ცოდვით დაცემული კაცთა მოდგმის გამოხსნის საიდუმლოებებს. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამასთან მჭიდრო კავშირშია ადამიანური სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც ცოდვის, ტანჯვისა და სიკვდილის საშინელი რეალობის კონტექსტში მიმდინარეობს და რასაც ვერც ერთი ჩვენგანი თავს ვერ დააღწევს იმის გარეშე, რაც უფალმა ჯვარზე სიკვდილითა და აღდგომით ჩვენთვის აღასრულა.

ე ვ ქ ა რ ი ს ტ ი ა

ე ვ ქ ა რ ი ს ტ ი ა

მართლმადიდებელ ეკლესიაში „საიდუმლოთა საიდუმლოს“ წარმოადგენს წმინდა ევქარისტია. ის არის ეკლესიის გული, მისი საფუძველი და ფუნდამენტი, რომლის გარეშეც ეკლესიის არსებობა წარმოუდგენელია.

ევქარისტიის საიდუმლო აღასრულა ქრისტემ საიდუმლო სერობაზე და მის შესახებ ოთხივე სახარება მოგვითხრობს, ასევე — პავლე მოციქულიც:

„წმინდა მამებში ჩვენ უნდა ვხედავდეთ ჩვენივე თანამედროვეებს“

„წმინდა მამებში ჩვენ უნდა ვხედავდეთ ჩვენივე თანამედროვეებს“

ინტერვიუ დიოკლიის მიტროპოლიტ კალისტოსთან (უერი)

დიოკლიის მიტროპოლიტი კალისტოს (უერი)-ცნობილი ღვთისმეტყველი, პატროლოგიის პროფესორი, თითქმის 40 წელია ასწავლის ოქსფორდის უნივერსიტეტში.

 -მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, რა არის თქვენი აზრით ის მთავარი სულიერი პრობლემები რომელსაც თანამედროვე ევროპელი ეჯახება?

რატომ ვიარო ტაძარში, თუ ღმერთი ჩემს სულშია?

რატომ ვიარო ტაძარში, თუ ღმერთი ჩემს სულშია?

  თითოეულ ჩვენგანს ჰყავს ნაცნობები და ნათესავებიც კი, რომლებსაც აოცებთ შიგადაშიგ აღაშფოთებთ ჩვენი ეკლესიაში სიარული. ტაძარში რატო უნდა იარო, ამდენი დრო რატომ უნდა დახარჯო ?! მაგალითად, მეც ასევე მორწმუნე ვარ. ღმერთი სულში მყავს და არ მჭირდება გარეგნული რიტუალებიო, — ამბობენ. გავიხსენოთ, ცოტა ხნის წინ რა თქვა სატირიკოსმა მიხეილ ზადორნოვმა: „ღმერთთან უერთიერთობისას მე არ მჭირდება არანირი შუამავლები !“