ახალი აღთქმის სამოციქულო ეპისტოლარული „წარმართულ-ფილოსოფიური“ განცდები

ახალი აღთქმის სამოციქულო ეპისტოლარული „წარმართულ-ფილოსოფიური“ განცდები

იოანე კაზარიანი

(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული  აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)

 ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კრიტიკულ შენიშვნებს რობერტ ხაიდლერის (საევანგელიზაციო ცენტრის , „სიონის დიდება“ უფროსი პასტორი, ტეხასი, აშშ) წიგნზე სახელწოდებით,  „მესიანური ეკლესიის აღდგენა!“ (1), კონკრეტულად ამ ნაშრომის ერთ თავს – „როგორ უარყო ეკლესიამ ებრაული ფესვები“ – ეხება ჩვენი, უკვე მეორე, შენიშვნა (2).

აღდგომის ძალით აწმყოს ფერისცვალება

აღდგომის ძალით აწმყოს ფერისცვალება

მართლმადიდებლობა მიიჩნევს, რომ ქრისტემ ადამიანებს თავისი მსახურების ყველა ნაყოფი უბოძა: მოძღვრებაც, გამოამსყიდველი მსხვერლიც და აღდგომაც; და ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ყოვლივე ამის თანაზიარი, შეგვიძლია არა მარტოოდენ ყური ვუგდოთ ქრისტეს, არამედ მასთან ერთად ჯვარს ვეცვათ და აღვდგეთ. მოციქული გვმოძღვრავს: „…ჩვენ, რომელნიც მოვკვდით ცოდვისათვის, როგორღა ვიცხოვროთ მასში? ან იქნებ არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით? მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში. რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც დავემსგავსებით… (რომ. 6, 2-5).

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ციტატის სანახავად გადადით სრულად ნახვაში:

უფალი იმიტომ არ მოდის ჩვენთან, რომ ხშირად თავად მისი კი არა, მისგან რაღაცეების მიღება გვსურს

უფალი იმიტომ არ მოდის ჩვენთან, რომ ხშირად თავად მისი კი არა, მისგან რაღაცეების მიღება გვსურს

მიზნად სულაც არ დამისახავს, ლოცვის რაობა ჩამოვაყალიბო. უბრალოდ, იმის განსაზღვრა მინდოდა, რა უნდა იცოდეს მან, ვისაც ლოცვა სურს. მე, თავად დამწყები, ჩემს მკითხველსაც დამწყებად ჩავთვლი და მასთან ერთად მსჯელობას ვეცდები.  არ შევეხები მისტიკურ ლოცვისა და სრულყოფისკენ მავალთ, რადგან მათკენ „ლოცვა თავად გაიკვლევს გზას“.  როდესაც უფალი ჩვენში შემოვა და ჩვენც მივაღწევთ ღმერთამდე, როდესაც უეცრად ყოველდღიურობა ჩვენს წინაშე ისეთი სიღრმით გაიხსნება, როგორსაც უწინ ვერ ვამჩნევდით, როდესაც ვიგრძნობთ, რომ ლოცვა ჩვენში ცოცხლობს, ღვთის არსებობას ვგრძნობთ, მის პირისპირ ვდგავართ, თაყვანს ვცემთ და ვესაუბრებით, მაშინ ყველაფერი რიგზეა. მაგრამ ხშირად ადამიანის უმთავრეს პრობლემად იქცევა ხოლმე განცდა, თითქოს უფალი მასთან არ არის. სწორედ ამაზე მსურს ვისაუბრო.

ბავშვების ქრისტიანული აღზრდის შესახებ

ბავშვების ქრისტიანული აღზრდის შესახებ

დარწმუნებული ვარ, ბავშვების აღზრდა ყოველ ადამიანს შეუძლია, რომელსაც ესმის მათი და შეუძლია გადასცეს რწმენა — არა მხოლოდ გონებისმიერი ცოდნა რელიგიური თემების შესახებ, არამედ საკუთარი გულის სიმხურვალე და პირადი ხედვა ღვთისკენ მიმავალი გზისა. ვფიქრობ, იდეალური შემთხვევაა, როდესაც ამით მშობლები არიან დაკავებულნი ან ის ადამიანები ეკლესიაში, რომელთაც ეს ხელეწიფებად.