წმ. ბასილი დიდი. ,,იმის შესახებ, რომ ღმერთი არ არის ბოროტების მიზეზი»
მრავალნი აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ» (ფსალმ. 3:2). სხვაგან კი ღმრთის სახიერებასა და მსწრაფლშემწეობას აღწერს, რომელსაც ღმერთი მის ჭეშმარიტ მაძიებელთ აღმოუჩენს და ამბობს: «ესმა ჩემი მოწოდება ჩემს სიმართლის ღმერთს. ჩემს ჭირში შენ მაძლევდი გასაქანს, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა» (ფსალმ. 4:2). როგორც წინასწარმეტყველმა ესაიამაც ბრძანა: «მაშინ მოუხმობ და ხმას გაგცემს უფალი» (ესაია 58:9) ანუ, სანამ დაასრულებდე ღაღადისსა და ლოცვას ღმრთისადმი, მან უკვე იცის შენი სათხოვარის არსი, რითაც წინასწარმეტყველი გვასწავლის ღმრთის მიმართ ლოცვას და გვასწავლის როგორ უნდა ევედრებოდეს უფალს ცოდვებში დანთქმული კაცი: «უფალო! შენი გულისწყრომით ნუ მამხილებ და შენი რისხვით ნუ დამსჯი» (ფსალმ. 6:2). მეოცე ფსალმუნში კი აჩვენებს, რომ შესაძლოა ღმერთმა გარკვეული პერიოდით გაახანგრძლივოს განსაცდელი: «როდემდე დამივიწყებ, უფალო, სამუდამოდ?