წმ. ნინოს სახელობის ქრისტიანული მართლმადიდებლური აპოლოგეტურ—მისიონერული ცენტრი (St. Nino`s Orthodox Christian Apologetic-Missionary Centre)
ცენტრის მიზნები და სქმიანობის ფორმები
წმ. ნინოს სახელობის ქრისტიანული მართლმადიდებლური აპოლოგეტურ-მისიონერული ცენტი წარმოადგენს მართლმადიდებლური სარწმუნოების აპოლოგეტიკისა და მისიონერობის განმახორციელებელ გაერთიანებას, რომელიც მიზნად ისახავს:
- ქრისტიანული მართლმადიდებლური სარწმუნოების სწავლების დაცვა და გავრცელებას;
- ინტერრელიგიური და ინტერკონფესიური დიალოგებისა და დისკუსიების ხელშეწყობას;
- აკადემიური და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ქრისტიანული მართლმადიდებლური ჭეშმარიტი სწავლების მიმართულებით;
- რელიგიური კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის ხელშეწყობას;
- რელიგიური ჯგუფების მიერ დაზარალებური ადამიანების ფსიქოლოგიური დახმარებისა და სარეაბილიტაციო საქმიანობის ორგანიზებას;
- რელიგიური ჯგუფების მოწყვლადი წევრების, განსაკუთრებით ბავშვებისა და არასრულწლოვანების დაცვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან;
- “სექტოლოგიის”, “მისიოლოგიისა” და “აპოლოგეტიკის”, როგორც აკადემიური მეცნიერების დამოუკიდებელი განვითარებას;
- ახალგაზრდებისა და ფართო საზოგადოებაში რელიგიების ისტორიული, დოქტრინალური და კულტურულოგიური საფუძვლების შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას;
- საზოგადოებაში რელიგიურ-კონფესიური შემწყნარებლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობას;
- საზოგადოებაში რელიგიური განათლების მნიშვნელობის გაცნობიერებისა და განათლების სახელმწიფო სისტემაში რელიგიის სასწავლო პროგრამის დამკვიდრების ხელშეწყობას;
ყველა საავტორო მატერიალთა გადაწერა, რომელიც ეკუთვნის წმ.ნინოს სახელობის აპოლოგეტურ-მისიონერულ ცენტრს,
მათშორის ელექტრონული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, გავრცელება თვითნებურად: კანონის უხეში დარღვევაა.
ნებისმიერი ინფორმაციის გადაღება ან გამოყენება საკუთარი მიზნების სასარგებლოდ, ორგანიზაციის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე იკრძალება საქარელოს კანონმდებლობით.