რიგი ზიარებაზე, ან ვინ დააწესა, რომ მამაკაცები  წინ უნდა გავატაროთ?    

რიგი ზიარებაზე, ან ვინ დააწესა, რომ მამაკაცები  წინ უნდა გავატაროთ?    

„ჯერ ბავშვები, შემდეგ მამაკაცები და ბოლოს ქალები.“გეცნობათ? მეც.-იგივეს ვამბობ, როცა მრევლის საზიარებლად ვემზადები და ალბათ ამ ყველასათვის ცნობილ წესსზე არც კი დავფიქრდებოდი, რომ არა გაუთავებელი  შენიშვნები „ურიგოდ გავლაზე“, რომელსაც მუდმივი მრევლი  უფრო იშვიათად მოსიარულე მრევლს აძლევს და ხშირად  ზიარების რიგიდანაც აძევებს. ჩემ „თავგადაკლულ და მუყაით“ მრევლს მოუვლი, მაგრამ ამ „წესის“ გულმოდგინე დაცვამ კი დამაფიქრა, როდის და რატომ დამკვიდრდა ეს წესი?

მარლთმადიდებლური დასვენება პლაჟზე ?

მარლთმადიდებლური დასვენება პლაჟზე ?

ზღვაზე დასვენების სეზონში ხშირად ჩნდება კითხვა: აქვს თუ არა მარლთმადიდებელს ჩვეულებრივი საცურაო კოსტიუმის ჩაცმის უფლება და ხომ არ გახდება ეს ვინმეს ცდუნების მიზეზი?

ფიქრები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე

ფიქრები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე

საქართველოში დაწყებული სულიერი გამოცოცხლება ჯერ კიდევ 70-იან 80-იან წლებში და განსაკუთრებით დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდში, იმედს აჩენდა, რომ შრომითა და რუდუნებით მოხერხდებოდა ადამიანთა სულებში და მთლიანად ქვეყანაში აღდგენილიყო ის, რაც ათწლეულების მანძილზე გეგმაზომიერად ნადგურდებოდა. ნადგურდებოდა ქართული კულტურა ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით, დაწყებული ყოფითი კულტურიდან და აღზრდიდან, რასაც ქართულად „ზრდილობა“ ჰქვია, დამთავრებული საეკლესიო ხელოვნებით, დაწყებული სტუმარ-მასპინძლობის კოდექსით და დამთავრებული სახელმწიფოს მართვის კულტურით. ამ კულტურის საფუძველი ქრისტიანობა იყო. ბევრი ალბათ შემისწორებს და მეტყვის: ქრისტიანობა კი არა, „მართლმადიდებლობაო“. დიახ, მართლმადიდებლობა, მართლმადიდებელი ქრისტიანობა, — მართლმადიდებლობა ქრისტიანობას აღნიშნავს და სხვას არაფერს.

მეცნიერული რწმენა

მეცნიერული რწმენა

როდესაც ათეისტებს თავისი შეხედულების მეცნიერული დასაბუთება ჭირდებათ, რბილად რომ ვთქვათ, არც საკუთარი თავის და არც აუდიტორიის წინაშე ბოლომდე გულწრფელები არ არიან. მართლაც, როგორ შეუძლია მეცნიერებას დაამტკიცოს… ( არც კი ვიცი გამართულად როგორ ჩამოვაყალიბო ეს აზრი) ,- ძირითადად ამისთვის სიტყვების უცნაურ თანწყობას იყენებენ „ ღმერთის არ არსებობა“. სისულელეა, მეცნიერება მსგავს არაფერს არ აკეთებს და  არც არასდროს გაუკეთებია!  მას თავისი კონკრეტული ამოცანები აქვს და მათი ამოხსნით არის დაკავებული, ღმერთის არსებობა კი მის ინტერესში არსდროს არ  შედიოდა. ეს საკითხი მხოლოდ რწმენის კომპეტენციაა — ან გწამს ღმერთის, ან არა. მეცნიერული არგუმენტები კი, რომლებიც (როგორც ათეისტები ამტკიცებენ) მათ შეხედულებებს ამყარებენ, ხშირად პირიქით — ღვთის არსებობის დამამტკიცებელია. მაშინაც კი,  როცა საქმე ერთი ადამიანის რწმენას და შეხედულებებს ეხება.

ღვთის ეკლესიაში არ არსებულ ანუ მოჩვენებით ანტისემიტიზმზე

ღვთის ეკლესიაში არ არსებულ ანუ მოჩვენებით ანტისემიტიზმზე

იოანე კაზარიანი

(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული  აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კრიტიკულ შენიშვნებს რობერტ ხაიდლერის (საევანგელიზაციო ცენტრის ,,სიონის დიდება’’  უფროსი პასტორი, ტეხასი, აშშ) წიგნზე სახელწოდებით ,,მესიანური ეკლესიის აღდგენა!’’ (1), კონკრეტულად ამ ნაშრომის ერთ თავს – ,,როგორ უარყო ეკლესიამ ებრაული ფესვები’’ – ეხება ჩვენი უკვე მეოთხე შენიშვნა (2).