საუბარი ათეიზმზე
ათეიზმი როგორც „ცდისეული ცოდნა“ უვიცობაა. იდეოლოგიური ათეიზმი, ვთქვათ ათეიზმის ფილოსოფია, შეიძლება მიღებული აღზრდის შედეგი იყოს. მაგრამ, როდესაც ადამიანი ამბობს: ღმერთის შესახებ არაფერი ვიცი და ამიტომაც არ შეიძლება არსებობდესო, ეს უკვე მეტისმეტად პრიმიტიული მიდგომაა. მე შეიძლება ბრმა ან ყრუ ვიყო, არაფერი ვიცოდე მუსიკის ან ხილული სამყაროს შესახებ არსებობაზე, მაგრამ ეს არ ამტკიცებს, რომ ის არ არსებობს. ამას ართულებს ისიც, რომ ბოროტი ნების ან თავად დაბრმავებული ადამიანები ( სხვა მიზეზებიც არსებობს: მე თქვენ ერთ საინტერესო მაგალითს მოგიყვანთ) სხვებსაც უღობავენ გზას რწმენისაკენ, უბრალოდ, ცდილობენ, ჩაკლან რწმენის უნარი, დაჰყავთ რა რწმენა რომელიღაც რელიგიურ მდგომარეობამდე, მაშინ როცა რწმენა გაცილებით დიდ სივრცეებს უნდა მოიცავდეს.