სურბ სარგისი, ერეტიკოსი თუ მართლმადიდებელი წმინდანი?
(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებულური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)
წმინდა სარგისი (სომხ. սուրբ Սարգիս, ანუ — წმინდა სერგი), ან როგორც ჩვენშია მიღებული „სურბ სარგისი“ – სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე სათაყვანებელი წმინდანია. ადამიანი, რომლის ქრისტიანული მოწამეობრივი ღვაწლი სომხეთში ქრისტიანობის გავრცელების ადრეული პერიოდიდანვე იყო ცნობილი სომეხ ქრისტიანებში. წმ. სარგისი მიჩნეულია სომხეთის ადგილობრივი ეკლესიის მოწამედ, მისი სახელი არ გვხდება არცერთ ცნობილ მართლმადიდებლურ წმინდათა ცხოვრების აღწერაში, და არც კალენდრებში.