იუდაური არაბიბლიური გადმოცემები პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

იუდაური არაბიბლიური გადმოცემები პავლე მოციქულის ეპისტოლეებში

იოანე კაზარიანი

(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)

   მოცემული სტატიის თემატიკის კონტექსტში პავლე მოციქულის პიროვნება ჩვენთვის ყველაზე აქტუალურია, ვინაიდან „წარმართთა მოციქულმა“ (რომ. 11, 13) საღვთო მინდორში ქრისტეს სხვა მოციქულებზე მეტად იმუშაკა, როგორც თვითონვე წერს (1 კორ. 15, 10). პავლე, ღრმად განათლებული და იუდეველურ მოძღვრებაში განსწავლული ფარისეველი (საქმე. 23, 6), ცნობილი იუდეველი რჯულის მოძღვრის, ჰამალიელის, მოწაფე იყო (საქმე. 22, 3);

სიკეთე მუშტი-კრივით: ნამდვილად გაარტყა წმიდა ნიკოლოზმა არიოზს?

სიკეთე მუშტი-კრივით: ნამდვილად გაარტყა წმიდა ნიკოლოზმა არიოზს?

ახალგაზრდები (და არა მარტო!), რომლებიც მოშურნედ ცდილობენ მართლმადიდებლობის დაცვას მუშტი-კრივით, მყისიერად ფეთქდებიან, თუ მათ მოსაზრებას ოდნავ მაინც შეეწინააღმდეგები, საკუთარ თავშეუკავებლობას კი იმით ამართლებენ, რომ თვით წმიდა ნიკოლოზმაც სილა გაარტყა ერეტიკოს არიოზს. არის კი ეს სიმართლე? რამდენად მიზანშეწონილია სიყვარულის ქადაგება მუშტი-კრივით?

ქრისტეს ვნებებზე ძველ აღთქმისეული მესიანური ადგილების სახარებისეულ გააზრებაზე

ქრისტეს ვნებებზე ძველ აღთქმისეული მესიანური ადგილების სახარებისეულ გააზრებაზე

იოანე კაზარიანი

(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)

   მოცემული სტატია ქვემოთ მოყვანილი საკითხის თაობაზე მხოლოდ აქცენტების განაწილების მცდელობაა. სტატია მასში დასმულ კითხვაზე საბოლოო პასუხს არ იძლევა, არამედ დასმული კითხვის სხვაგვარი გააზრების საშუალებას იძლევა და ახალი კვლევებისათვის სივრცეს იძლევა.

მიიჩნეულია, რომ ახალგაზრდა ქრისტიანულ ეკლესიაში პირველად დაიწერა მათეს სახარება, რომელსაც ყველაზე მჭიდრო კავშირი აქვს ძველ აღთქმასთან. როგორც ცნობილია, მათეს სახარება ებრაულ ენაზე ებრაელთათვის დაიწერა

ქრისტეს ქადაგება და იუდეველთა არაბიბლიური გადმოცემა

ქრისტეს ქადაგება და იუდეველთა არაბიბლიური გადმოცემა

იოანე კაზარიანი

 (წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)

    მკითხველის წინაშე მდებარე სტატია არ წარმოადგენს სპეციალურ კვლევას, არამედ, ის ერთგვარი შეთავაზების ფორმაა, სადაც ძირითადი აქცენტებია გადანაწილებული, რაც ჩვენს მიერ განსახილველ საკითხს განსაკუთრებულ ინტერესს სძენს. სახარებისა და ძველი აღთქმის ტექსტების ურთიერთმიმართება საკმაოდ კარგად არის შესწავლილი, რასაც ვერ ვიტყვით სახარებისა და იუდეველთა გადმოცემის მიმართ ურთიერთმიმართებაზე, რადგან ეს საკითხი ნაკლებად არის განხილული. სახარების კითხვისას ადვილად შევნიშნავთ, რომ მაცხოვარი, თავისი ქადაგების დამკვიდრებისა და მეტი ხელმისაწვდომობისათვის, ებრაელთა გამო, ძველი აღთქმის ავტორიტეტს მიმართავს. ძველი აღთქმისადმი ხშირი მიმართვა, ძველი აღთქმისეული ალუზიები მისი სიტყვების ავტორიტეტულობის დამოწმებას ისახავდა მიზნად. ძველი აღთქმისადმი ამგვარი დამოკიდებულების პრინციპი სავსებით კანონზომიერი იყო.

დავეხმაროთ სასწრაფოდ!!!

დავეხმაროთ სასწრაფოდ!!!
გიორგი ლოსაბერიძის შემთხვევის შესახებ ბევრმა გაიგეთ…
26 წლის გიორგიმ, 4 აპრილს, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონზე, ფეხბურთის თამაშის დროს თავის მძიმე ტრავმა მიიღო. ტრავმის მიღების შემდეგ უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს კლინიკაში, სადაც ორი ტრეპანაცია გაუკეთდა. მას შემდეგ, გიორგი ღრმა კომაშია და ამჟამად ინგოროყვას მაღალტექნოლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას.