არქეოლოგებმა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების პერიოდის იერუსალიმის ტაძრის ორიგინალური იატაკის აღდგენა შეძლეს
მკვლევრებმა პირველად შეძლეს იმ კომპონენტების აღდგენა, რომლებიც ტაძრის მშენებლობისას გამოიყენებოდა, იტყობინება Nrg.co.il.
„აღდგენილი ნაწილები დიდი სიზუსტით მიესადაგა ერთმანეთს — მათ შორის დანის პირიც ვერ შევიდა“ — ამბობს მკვლევარი. ორიგინალურ იატაკს უახლოეს დღეებში წარმოადგენენ.
არქეოლოგებმა, რომლებიც ტაძრის მთის მიწას ცრიდნენ, მეორე ტაძრის შენობის იატაკის საფარის ნაწილები აღადგინეს: გაცრისას 600-მდე ფერადი ქვის ფილა აღმოაჩინეს, რომელთაგან 100 მეორე ტაძრის პერიოდით — მეფე ჰეროდეს მმართველობის ხანით — დაათარიღეს. არქეოლოგებმა აღადგინეს ყვავილებით და სხვადასხვა გეომეტრიული სახეებით მორთული იატაკი, რომელიც ტაძრის და მისი შემოგარენის მრავალ მნიშვნელოვან ნაწილში იყო დაფენილი.