ტრანსუბსტანციაციის დოქტრინის მიმართ დამოკიდებულება თანამედროვე მართლმადიდებელ ავტორებთან

ტრანსუბსტანციაციის დოქტრინის მიმართ დამოკიდებულება თანამედროვე მართლმადიდებელ ავტორებთან

(მეორე ნაწილი)

  • რეალური მყოფობა და სიმბოლიზმი
  • პური და ღვინო — კონსეკრირებული ძღვენის აღმნიშვნელი სახელები
  • შეცვლის (გარდაცვლის — metabole, transmuatatio) და ტრანსუბსტანციაციის ყალბი დილემა, პატრისტიკული ტერმინოლოგია.
  • მისტიფიკაციის უცნაური მცდელობა — მაქსიმე აღმსარებელი და რეკაპიტულაციის მოძღვრება

იუდა დიდი ოთხშაბათი

დღეს დიდი ოთხშაბათია — იუდას მიერ ქრისტეს ღალატის დღე. იუდაზე ბევრია ნათქვამი წმინდა კვირის საეკლესიო საგალობლებში.

შეიძლება ითქვას, რომ ის ამ საგალობლების თითქმის მთავარი გმირია. ხვალ, დიდ ხუთშაბათს, ლიტურგიაზე, საუბარი მხოლოდ მის შესახებ იქნება — თუმცა, ეკლესიის უდიდესი საიდუმლო ზიარების დამკვიდრების გახსენებისას, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ევქარისტიის შესახებ საუბარი. არა იუდა, იუდა და მხოლოდ იუდა. ის ძალიან ცუდია, თუმცა ჩვენც ცუდები ვართ, მაგრამ მაინც კარგები ვართ. დიდი პარასკევის ანტიფონები ასევე ძირითადად იუდას ეძღვნება. და ვინც ოდნავ მაინც ყურადღებით უსმენს ამ დღეების საგალობლებს და ტროპარიებს, ნამდვილად გაუკვირდება, რატომ საუბრობენ წმინდა კვირის ტექსტების მამები-მხოლოდ და მხოლოდ იუდას ვერცხლის სიყვარულზე, როგორც მის მიერ ქრისტეს ღალატის ერთადერთ მოტივზე? საიდან მოდის იუდას ასეთი «გამარტივება»? იუდა ხომ არ არის «ბრტყელი» პერსონაჟი.

ევოლუციის თეორია და თანამედროვე რელიგიური ცნობიერება (გაგრძელება)

ევოლუციის თეორია და თანამედროვე რელიგიური ცნობიერება (გაგრძელება)

(ბიბლიური ჰერმენევტიკური პერსპექტივა XXI საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანი

II ნაწილი

პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე

ყოველივე ზემოთქმული  განსახილველი საკითხის მხოლოდ პროექციაა. ჩვენ ვთავაზობთ მკითხველს, წერილს ოდნავ სხვა, ალტერნატიული კუთხით შეხედოს. ჩვენ ახლა ვერ გავაშუქებთ ევოლუციასა და მასში ადამისა და ევას (როგორც არა პირველი ადამიანების) ადგილთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. ჩვენი პოზიცია მხოლოდ ნაწილობრივ გავაშუქეთ და ჩვენი ხედვის ძირითადი პრინციპები მოვნიშნეთ. წინ კიდევ ბევრი რამ რჩება, კიდევ ბევრი ბიბლიურ-არქეოლოგიური აღმოჩენა გველის. ყურადღებიანი მკითხველი გაგვიგებს და ევოლუციის თეორიასთან დაკავშირებული თანამედროვე მეცნიერული აღმოჩენების შუქზე წერილის სულიერ მხარის ჰერმენევტიკული გააზრებისა და ობიექტურობიდან გამომდინარე ახალ კითხვებს დასვამს. მაგრამ, ამ საკითხის შესახებ ევოლუციის ჭრილში, ვიმედოვნებთ, ვისაუბრებთ ჩვენს შემდეგ სტატიაში უფრო საფუძვლიანად, სადაც შევეცდებით განვიხილოთ, თუ (ჩვენი აზრით) რა გადასცა ადამმა კაცობრიობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობთ, რომ ადამმა კაცობრიობას ბიოლოგიური სიკვდილი გადასცა (რისი ჩვენებაც ამ სტატიაში ვეცადეთ) თავისი ცოდვით დაცემის შედეგად, მაგრამ მას შეეძლო, კაცობრიობისთვის გადაეცა დაკარგული შესაძლებლობა იმისა, რომ უკეთესი გამხდარიყო ან მთელი კაცობრიობისთვის დაკარგული შესაძლებლობის მაგალითად ქცეულიყო. შემდეგ სტატიაში ზუსტად ამ აზრის განვრცობას ვაპირებთ.

ევოლუციის თეორია და თანამედროვე რელიგიური ცნობიერება

ევოლუციის თეორია და თანამედროვე რელიგიური ცნობიერება

(ბიბლიური ჰერმენევტიკური პერსპექტივა XXI საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)

ავტორი: იოანე კაზარიანი

I ნაწილი

„ვინც წმინდა წერილს განსჯის გარეშე მოუსმენს და ყველაფერს პირდაპირი გაგებით მიიღებს, ის ღმერთზე შეუსაბამოდ იფიქრებს; ხოლო ის, ვინც აზრის სიღრმეს ჩაწვდება, ყოველგვარ გაუგებრობას დაძლევს“

იეჰოვას მოწმეები და გამარჯვების დღე (რატომ ამბობენ იეჰოვას მოწმეები ჯარსა და ზოგიერთ სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში სამსახურზე უარს)

იეჰოვას მოწმეები და გამარჯვების დღე (რატომ ამბობენ იეჰოვას მოწმეები ჯარსა და ზოგიერთ სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში სამსახურზე უარს)

ინტერნეტში მწვავე დისკუსიებს იწვევს იეჰოვას მოწმეთა პოზიცია ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. ამ სტატიაში გვსურს იეჰოვას მოწმეთა პოზიციის არათანმიმდევრულობა და მათი მხრიდან ამ საკითხში ორმაგი სტანდარტები გავაშუქოთ. ამისათვის მათ ყველაზე გავრცელებულ არგუმენტებს შევეხებით.