მოძღვრის არჩევა სულიერი ცხოვრების განმავლობაში ხდება
როდესაც ახალმოქცეული მოდის ეკლესიაში, ადრე თუ გვიან, მის წინაშე დგება საკითხი მოძღვრის არჩევისა. რათქმაუნდა, ნებისმიერ ტაძარში შეიძლება მოინახოს კარგი და პატიოსანი მღვდელი, მაგრამ როგორ მივხვდეთ, რომ სახელდობრ ეს მღვდელი შეიძლება იყოს ჩვენთვის შესაფერისი სულიერი მამა და მოძღვარი? როგორ ყალიბდება ურთიერთობა მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის?