ღვთის სიყვარული უსაზღვროა

ღვთის სიყვარული უსაზღვროა

არ არის უსამართლობა ღმერთთან, იგი არ დატოვებს შეუსრულებელს იმას, რაც მან საკუთარ თავზე აიღო შესასრულებლად, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ჩვენ შევასრულებთ იმას, რაც ჩვენი შესასრულებელია. «ღირსი მაკარი ეგვიპტელი.» თუ გასაგებია, რომ აღსარება არ არის მღვდელთან საუბარი, არამედ მისვლა უფალთან, მაშინ თავად აღმსარებლის მიერ ეს აღქმული უნდა იქნას არა როგორც ნუგეშის და რჩევის მიღება მისგან,(თუნდაც ეს რჩევა კარგი და ბრძნული იყოს), არამედ უპირველეს ყოვლისა როგორც მიახლება ქრისტესთან პიროვნული სულიერი ღვაწლის მეშვეობით. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან ღმერთი გვშველის და შეგვეწევა ჩვენ,მაგრამ არა ჩვენს გარეშე.

თუ „იეჰოვას მოწმეები“ მართლები არიან

თუ „იეჰოვას მოწმეები“ მართლები არიან

თითქმის ყველა შეხვედრია კარის ზღურბლთან ან ქუჩაში ადამიანთა მცირე ჯგუფს, რომლებიც ავრცელებენ ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ და მასთან ერთად ბრუშურებს სათაურით „შენ შეგიძლია მარად იცხოვრო სამოთხეში დედამიწაზე“. ეს ადამიანები არიან „იეჰოვას მოწმეების“ სექტიდან. ამ აბეზარი სექტის მაგალითზე ნათლად ჩანს, თუ რა ადვილია ქრისტიანობის ხელახალი განმარტებით მისი სულის შეუმჩნეველი სიკვდილი. მათ თავი ქრისტეანებად მიაჩნიათ, აღიარებენ ახალ აღთქმას, მაგრამ ამასთან უარყოფენ ყოვლადწმიდა სამების დოგმატს და ამბობენ, რომ ქრისტე – წინასწარმეტყველია, მაგრამ არა ღმერთიო.

ალექსანდრე მენი — ბიბლიის სამყარო.

ალექსანდრე მენი — ბიბლიის სამყარო.

ბიბლიაში მთლად ყველაფერი არ ძევს ზედაპირზე. მსგავსად ხატისა, იგი ფლობს საგანგებო სახეობრივი სისტემით აღსავსე თავის პირობით ენას. და როგორც ცნობილია, რომ სამყაროსაკენ მიმართული ხატი მოითხოვს მხილველისაგან მომზადებას, ასევე ბიბლიის კითხვაც ითხოვს შინაგან შრომას, განსაკუთრებულ ბიბლიურ „კოსმოსში“ ჩაწვდომას…

ქრისტიანობა თუ ათეიზმი.

ქრისტიანობა თუ ათეიზმი.

იმ მოხსენების თემა, რომელიც მსურს დღეს გავაცნო ჩემს მსმენელებს, ასე ჟღერს: ‘ქრისტიანობა თუ ათეიზმი, მომხრენი და მოწინააღმდეგენი”. მოცემული მოხსენება მომზადებული იყო ათეისტებთან დისპუტისათვის, რომელიც არ შედგა, მოლაპარაკებებს ათეისტურ საზოგადოებასთან ნახევარ წელს ვაწარმოებდა და მაინც უშედეგოდ დასრულდა.

ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძის შესახებ

ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძის შესახებ

„როცა რაიმე ბრალისათვის დასჯილი განუდგება სამღვდელო დასს, თავს არ მოუხრის კანონს, თავის თავს თვითონ ასამართლებს და ძალით მიიკუთვნებს პატივსა და მღვდლობას — ეს არის თვითნებური შეკრება, კიდეშესაკრებლობა.“ წმ. ბასილი დიდი, I კანონი.