რის გამო იტანჯებიან ბავშვები?
მე ღვიძლის ციროზი მაქვს და ამის მიზეზი ფრიად ბანალურია უამრავი სპირტი დავლიე ჩემი ცხოვრების განმავლობაში. ვსვი, ვსვი და ბოლოს ციროზი დამემართა. ახლა კი ვამბობ: » ეჰ, დამსაჯა უფალმა!» განა მართლა უფალმა დამსაჯა? რა თქმა უნდა, არა! და ამას ჩვენ ვხედავთ. ამ შემთხვევაში ხომ გვესმის ავადმყოფობის მიზეზები. მაგრამ როდესაც ადამიანი იტყუება, მლიქვნელობს, ცრუობს, იპარავს… (აქ არაფერს ვამბობ მკვლელობაზე. ვსაუბრობ მხოლოდ იმაზე, რაც უხილავია სხვათათვის)… გაკიცხვა, გაიძვერობა, ეშმაკობა ამას ვერავინ ხედავს, ეს ყველაფერი ჩემში ხდება. გარეგნულად სრულიად წესიერი ადამიანი ვარ, ჩემი საქციელი უნაკლოა, მაგრამ შიგნით, ჩემში? გასაგებია, რომ სხვები ვერ ამჩნევენ, მაგრამ უბედურება ის არის, რომ მეც ვერ ვხედავ. როდესაც შემდგომ, თავს დამატყდება, რაღაც, რასაც ტანჯვას, უბედურებას ვუწოდებთ, ყვედრებით აღვაპყრობ მზერას ცისაკენ: «რად დამსაჯე, უფალო, ასეთი წმინდა, ასე მშვენიერი?!»