არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე გულისტკივილით წერს თანამედროვე სამონასტრო ცხოვრებაზე წიგნში ,,სიყვარულის ტანჯვა” (Издательство Саратовской епархии. Саратов, 2005). ავტორი მართებულად საუბრობს დღევანდელი ბერ-მონაზვნების დაკნინებულ მდგომარეობაზე. ყველაფერი მართლაც ისეა, როგორც ის წერს, უარესადაც კი, რის შესახებაც საუბარი აქ მიზანშეწონილად არ მიმაჩნია…. მაგრამ, როდესაც არქიმანდრიტი ლაზარე პრობლემებს მთელი სიმწვავით აშიშვლებს, მათი მიზეზის ამოხსნის მცდელობაში გულგატეხილობის ზღვრამდე მიდის: ,,ყველაფერი ცუდადაა… ,,მის მიერ დასმულ პრობლემურ შეკითხვებზე პასუხები წიგნში არ არის. თუმცა მივეკუთვნები არქიმანდრიტ ლაზარეს თაობას სამონასტრო ცხოვრების დაახლოებით იმავე ,,სტაჟით”, მეც ვერ გავცემ პასუხს კითხვაზე — ,,რა ვქნათ?”… მაგრამ შევეცდები იმის გარკვევას, თუ რა არის დღევანდელი ბერ-მონაზვნური ცხოვრების დაკნინების მიზეზი. ცხადია, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ,,კერძო (მონაზვნის) პირის განსასაჯი”, ამიტომ წინასწარ ვითხოვ პატიებას, თუკი ვინმეს შეაშფოთებს ამა თუ იმ შეფასების სიმწვავე ან უჩვეულობა. ასეთ სიმწვავეს გაამართლებს ის, რომ დაეყრდნობა უშუალო გამოცდილებას და არა კაბინეტურ განსჯებს…