ქმნილი ყოფიერების არსებობის განთიადზე, ღმერთის მიერ ჯერ კიდევ ხილული სამყაროს შექმნამდე, მაგრამ უკვე ანგელოზების შექმნის შემდეგ სულიერ სამყაროში მოხდა გრანდიოზული კატასტროფა, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცით მხოლოდ მისი შედეგებით. ანგელოზთა ნაწილი შეეწინააღმდეგა ღმერთს, მოსწყდა მას და თავისი მდგომარეობითა და დამოკიდებულებით გახდა მტრული ყოველგვარი სიკეთისა და სიწმინდის მიმართ. ამ განდგომილ მხედრობათა სათავეში იდგა ეოსფორი, ანუ ლუციფერი, რომლის სახელიც (სიტყვასიტყვით: ‘ნათლისმატარებელი~) აჩვენებს, რომ ის თავიდან კეთილი იყო, მაგრამ შემდგომ თავისი საკუთარი ნებითა ‘და თვითნებურობით დავიდა ბუნებრივიდან არაბუნებრიობამდე, გაამპარტავნდა მისი შემოქმედიღმერთის წინაშე, შეეცადა, წინაღდგომოდა მას, და პირველი მოსწყდა რა სიკეთეს, ბოროტებაში აღმოჩნდა~ (ღირსი იოანე დამასკელი).