«იეჰოვას მოწმეები»-საუბარი მართლმადიდებელთან
საუბრის მოსასმენად გადადით სრულად ნახვაში:
ჩვენს მიერ მოკლედ განხილული დოკუმნეტი, სომეხ-ქალკიდონელთა საღვთო მსახურების და ლოცვების კრებული ბერძნული კრებულის Ευχολόγιον–ს, ანუ რუსული კურთხევანის Требник, სომხური Մաշտոց (მაშტოცის) ექვივალენტია. კრებულიც სწორედ ამ სახელწოდებითაა ცნობილი. ეს კრებული არის იმ მცირედისაგან, რაც ჩვენამდეა მოღწეული.
ცოტა ხნის წინ ასეთი შემთხვევა მიამბეს. ერთი ხანშიშესული, ავადმყოფი და ცხოვრებისაგან ძალიან გადაღლილი ქალის სახლში, რომელსაც ერთადერთი, ფსიქიკურად ძალიან მგრძნობიარე 15 წლის ვაჟი ჰყავდა, სტუმარი მივიდა. ეს იყო მოსკოვის ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანი თუ მედავითნე, აგრეთვე რომელიღაც მონასტრის თითქმის მორჩილი, არა უმეტეს 22 წლისა. მივიდა, დაინახა ტელევიზორი (ის სწორედ ჩემ მიერ აღწერილ ამბამდე რამდენიმე დღით ადრე თავისი ნაგროვები პენსიით იყიდა დიასახლისმა) და განაცხადა: ,,ეს ტელევიზორი სასწრაფოდ უნდა მოაშოროთ აქედან. სწორედ იმიტომაც ავადმყოფობთ, რომ ეს სატანური მოწყობილობა გიდგათ სახლშიო”. თქვეს და გააკეთეს. სტუმარმა და დიასახლისის ვაჟმა ხელი სტაცეს ტელევიზორს, ქუჩაში გაიტანეს საეკლესიო გალობის მიმსგავსებული სიმღერის თანხლებით და რკინის ჯოხებით დაამტვრიეს სწორედ ისე, როგორც ფსალმუნშია ,,ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა!” (ფს. 136:9). ავადმყოფი, ღარიბი, ცხოვრებისაგან დაბეჩავებული და საშინლად ნევროზიანი მასწავლებელი კი ტელევიზორის გარეშე დარჩა. მისი ვაჟი თავზარდაცემული იღვიძებს მეორე დილით, რადგან მიხვდა, რომ წინა დღეს ქრისტიანიდან სასტიკ და უზნეო წარმართად გადაიქცა.
ამერიკის შტატ ტეხასის ქ. კეტიში საბავშვო ბაღის ორი ქრისტიანი თანამშრომელი -მადელინ კერკზი და აკეშა ბოგანი უაიტი სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მათ უარი განაცხადეს 6 წლის გოგონას მისივე „გეი-მშობლების“ მოთხოვნით როგორც ბიჭს, ისე მოქცეოდნენ და ბიჭის სახელით მიემართათ. ბაღის პერსონალი უკვე იცნობდა ახალ დადგენილებას- „როგორ მოვექცეთ ტრანსექსუალ ბავშვებს“.