წმ. იოანე ოქროპირი — ღმრთის გმობა არ ამცირებს მის დიდებას
ფარისევლები ამბობდნენ: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან ( იოან. 9, 16) რანაირად არის იგი ღმრთისგან? და ხშირად უბრუნდებოდნენ ამ აზრს, რათა მასში თავიანთი ვნებების გამართლება ეპოვათ. ახლაც ბევრი იქცევა ფარისეველთა მსგავსად. ასაღებენ რა თავს ღმრთის სარწმუნოების მკაცრ დამცველებად, ისინი საკუთარ ვნებებს იკმაყოფილებენ, იმის ნაცვლად რომ ყველას სიმდაბლით მოეპყრან.