აფთარტოდოკეტიზმი: ერესი ეკლესიის ისტორიის ძველი ზარდახშიდან და წმ. იოანე დამასკელის მართლმადიდებლური პოზიცია.
კონტენტები:
ვნებულებითი დეფექტები პირველქმნილი ცოდვის მიზეზობრიობასთან მიმართებაში
არამანკიერი ვნებულებების როლი განკაცების მოტივში — განსხვავება იულიანიზმსა და მართლმადიდებლურ ხედვას შორის
ვნებულებების ნებაყოფლობითობის და აუცილებლობის საკითხი განკაცების კონტექსტში
იოანე დამასკელის ‘’მართლმადიდებლური რწმენის გადმოცემის’’ III.20 თავში, ‘’ბუნებითი და უმანკო ვნებულებების შესახებ’’ ვკითხულობთ ასეთ სიტყვებს:
‘’…ვნებულებები ბუნებასთან ჰარმონიაში და ზებუნებრივად იყო ქრისტეში, რადგან ისინი ბუნებითად მოქმედებდნენ მასში, როცა ის ნებას რთავდა ხორცს განეცადა რაც შესაბამისი იყო მისთვის. მაგრამ ასევე ზებუნებრივიც იყო, რადგან ბუნებრივი არ მბრძანებლობდა მის ნებაზე. არანაირი იძულება არ გაიაზრება მასში, არამედ ყველაფერი არის ნებაყოფლობითი. რადგან ეს მისი ნების მეშვეობით იყო, რომ მას მოშივდა და მოწყურდა, ეშინოდა და მოკვდა.’’