Fai†h.ge - მართლმადიდებლური შემეცნებითი ვებ პორტალი!
"მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ" (მთ. 11, 28) "ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ. " (მთ. 1.7)

სტატიები 18 May 2012 | ავტორი: admin  | მოინახულეს: 51 -ჯერ კომენტარები (0)
ჩარლზ დარვინი ათეისტი არ ყოფილა!

1. თავის ძირითად სამეცნიერო ნაშრომს’’სახეობების წარმოშობის შესახებ’’(1876წლის მე-6 გამოცემა). ჩარლზ დარვინი შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: ‘’ არის ერთგვარი სიდიადე ამ თვალსაზრისში, რომლის მიხედვითაც სიცოცხლეს მისი სხვადასხვაგვარი გამოვლინებით შემოქმედმა სული შთაბერა ერთ ან გარკვეული რაოდენობის ფორმას, ამასობაში კი პლანეტა აგრძელებს ბრუნვას უცვლელი მიზიდულობის კანონის თანახმად და ამ უბრალო საწყისისგან განვითარდა და აგრძელებს განვითარებას ურიცხვი რაოდენობის ულამაზესი და საოცარი ფორმა.’’( დარვინი ‘’სახეობათა წარმოშობის შესახებ’’)

სტატიები 18 May 2012 | ავტორი: admin  | მოინახულეს: 177 -ჯერ კომენტარები (0)
არ არის საჭირო, სპეციალურად განვმარტოთ  მამათმავლობის ცოდვის  სიმძიმე

მოძღვარს უნდა ესმოდეს, რომ მამათმავლობა მხოლოდ ცოდვა არ არის. ცხადია, ჰომოსექსუალიზმი უმრავლეს შემთხვავაში ადამიანის აღვირახსნილობის, დაცემის, გარყვნილების გამოვლინებაა, რომელსაც იგი საკუთარი ვნებების ამგვარი არაბუნებრივი გზით დაკმაყოფილებისკენ მიჰყავს. მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს ამგვარი ლტოლვა შესაძლოა გაუჩნდეთ, როგორც მათგან დამოუკიდებელი რამ. სექსუალური ორიენტაციის გაუკუღმართება ბავშვობის ასაკიდან უამრავ მიზეზს შეუძლია გამოიწვიოს.

სტატიები 16 May 2012 | ავტორი: admin  | მოინახულეს: 179 -ჯერ კომენტარები (0)
უშლის თუ არა დოგმები ხელს თავისუფლებას?

არასდროს დამავიწყდება, რა მგზნებარებით ცდილობდა ჩემი ნაცნობი ქალი ჩემთვის აეხსნა, თუ რატომ არ შეუძლია მარლთმადიდებელი იყოს. „გესმის-მეუბნებოდა იგი, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მარლთმადიდებლური დოგმები კი სულს მიხუთავენ. მე არ მსურს, რომ ვინმემ ან რამემ ჩემი თავისუფლება შეზღუდოს. ადამიანი და მისი თავისუფლება ყველა წესზე და ნორმაზე მაღლა დგას, რომლებსაც, დამეთანხმე, ადამიანები ადგენენ“. მე დავეთანხმე, მაგრამ თავს უფლება მივეცი მისი პათოსური სიტყვიდან გამომდინარე ერთი უმანკო, მაგრამ ლოგიკური კითხვა დამესვა:

სტატიები 16 May 2012 | ავტორი: admin  | მოინახულეს: 123 -ჯერ კომენტარები (0)
აღსარებაზე დავიწყებული ცოდვა.

აღსარება მოძღვარს შაბათს საღამოს ლოცვაზე ჩავაბარე, მაგრამ კვირას ლიტურღიაზე, ზიარების წინ გამახსენდა ერთი ცოდვა, რომელიც არ შემინანებია, უცებ დავიბენი, არ ვიცოდი რა მექნა? ვთხოვო მღვდელს, რომ კვირას დილით თავიდან ჩაიბაროს აღსარება? მაგრამ მამაოს ლიტურღიისას დრო არ აქვს აღსარებისთვის, როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? ვეცადოთ თავიდან ჩავაბაროთ აღსარება კვირა დილით თუ უმჯობესია ვეზიარო და შემდგომ ჩავაბარო აღსარება? ნატალია
პასუხობს დეკანოზი ალექსი პოტოკინი:

აპოლოგეტიკა 15 May 2012 | ავტორი: admin  | მოინახულეს: 102 -ჯერ კომენტარები (1)
პაპის პრიმატი

პერგამის მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი აღმოსავლეთ საქრისტიანოში ერთ-ერთ ავტორიტეტულ ღვთისმეტყველად ითვლება. ,, იგი ჩვენი დროის ერთ-ერთი უნიკალური და ძლიერი ღვთისმეტყველია“, ასე ახასიათებდა მას გასული საუკუნის 80-იან წლებში დომინიკელი მამა კონგარი. ბოლო წლებში ეს მართლმადიდებელი მღვდელი მისი თამამი და არისტოკრატული მიდგომით,ანვითარებს ზუსტ და ღრმა გაგებას ბერძენი მამების ტრადიციისა,იმის შესახებ,რომ სწორი გაგება ეკლესიის სიცოცხლისა და არსებობისა ეფუძნება ევქარისტიის საიდუმლოს.