აღდგომამდე მაცხოვრის როგორ სხეულს ეზიარნენ მოციქულები და საიდუმლოს სულთმოფენობამდე აღსრულების შესახებ
ავტორი: ნასირ ჯ.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი ყურადღების დათმობის მიზეზი ერთერთი თეოლოგიის ბლოგერის ახალ პუბლიკაციაზე არსებული დისკუსიაა, რომელიც ცდილობს საკითხის პრობლემურობა საკუთარი ვერსიის სახით გადაჭრას. მაგრამ რეალური პრობლემა მდგომარეობს მის მიერ არსებულ არასწორ წინაპირობებში, რომლის საფუძველზეც აყალიბებს საკუთარ თეორიას. მოკლეთ პირდაპირ გადავალ ციტატაზე:
‘’სინოპტიკოსების მიერ აღწერილი საიდუმლო სერობა, აჩენს მრავალ პრობლემას მართლმადიდებლური ევქარისტოლოგიისთვის:
1 მოციქულები ჯერ კიდევ არ იყვნენ მონათლული სულიწმინდით. ეს მოხდა მხოლოდ სულთმოფენობას. როგორ შეეძლოთ ზიარება?
2 ქრისტეს სხეული (ჯვარზე) გაკვრამდე და აღდგომამდე ჯერ კიდევ არ იყო უკვდავი და უხრწნელი. ის მათთან ერთად იჯდა მაგიდაზე. როგორ სხეულს ეზიარნენ მოციქულები?
ეს ორი პუნქტი ძალიან ართულებს წმინდა ძღვენის გარდაარსების იდეას.’’